მრუდე გზით სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ

18.03.2024

სასამართლოს გუშაგის ორგანიზებით 15 მარტს გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „მრუდე გზით სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ.“ ღონისძიების მომხსენებელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ერემაძე გახლდათ.

საჯარო დისკუსიას ესწრებოდნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის: სტუდენტები, პოლიტიკოსები, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვები.

დისკუსიის განმავლობაში მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში წლების განმავლობაში არსებულ ძირეულ პრობლემებზე, მათ გამომწვევ ფაქტორებსა და მოგვარების გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განსახორციელებელ სასამართლო რეფორმებზე. 

ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიაში და გამოეთქვათ საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.