2023 წლის 29 მარტს, ბათუმში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართეს.
სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა აუდიტორიას „მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგი“-ს პროექტი გააცნო, მონიტორინგის მეთოდოლოგია მიმოიხილა და სასამართლო რეფორმის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ მოხალისეთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
საჯარო შეხვედრაზე მოწვეული ექსპერტები იყვნენ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი ანა თავხელიძე, რომელმაც სტრატეგიული სამართალწარმოების როლთან დაკავშირებით ისაუბრა, ხოლო ჟურნალისტმა და კინომცოდნე ნინია კაკაბაძემ სასამართლოს თემაზე ფილმების ჩვენება გამართა და დისკუსიას გაუძღვა.
საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში განახორციელებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე - მოსახლეობისთვის, სასამართლოს სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევებისა და გამოსავლების თაობაზე.
ღონისძება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტების „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” (დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ) და „მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგი“ (მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ) ფარგლებში.