მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ფორმალურ ხასიათს ატარებს და ხშირ შემთხვევებში მოსამართლეები იხილავენ საქმეებს იმ კატეგორიაში, რაშიც საკვალიფიკაციო გამოცდა არც კი ჩაუბარებიათ.
სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლედ დანიშვნის ერთ-ერთი წინაპირობაა, კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც ტარდება საერთო ან ერთ-ერთი სპეციალიზაციის მიხედვით:
- საერთო სპეციალიზაცია;
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია;
- სისხლის სამართლის სპეციალიზაცია.
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.“-ვკითხულობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილებაში (№1/152), რომელიც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს ადგენს.
საქართველოს სასამართლოს გუშაგი დაინტერესდა, რა დატვირთვა აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდას - რამდენად შეესაბამება ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა მოსამართლის პრაქტიკულ საქმიანობას სპეციალიზაციის მიხედვით. შესაბამისად, ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თხოვნით, მოეწოდებინა ინფორმაცია მოსამართლეების მიერ ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ. გარდა ამისა, გაეცნო მოსამართლეთა საქმიანობას საქმეთა კატეგორიების მიხედვით (სხდომათა განრიგი, გადაწყვეტილებები, განაჩენები).
შესწავლილი იქნა რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ყველა მოსამართლის მონაცემები, თუმცა, სტატიაში წარმოვადგენთ ინფორმაციას მხოლოდ იმ მოსამართლეების შესახებ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ერთ სპეციალიზაციაში და სამოსამართლო საქმიანობას ეწევიან სხვა კატეგორიაში. ქვემოთ მითითებულია მოსამართლის ამჟამინდელი პოზიცია, თუმცა არაერთ შემთხვევაში მოსამართლე წარსულში იკავებდა სხვა კატეგორიის მოსამართლის თანამდებობასაც.
მოსამართლეები
- თამარ ალანია: გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში, თუმცა მოსამართლის საქმიანობას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
- ხატია არდაზიშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
- დავით ახალბედაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ დაინიშნა, ხოლო შემდგომ ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ.
- გელა ბადრიაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
- ია ბარამიძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში იხილავს როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს.
- ზურაბ ბალავაძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში იხილავს როგორც სამოქალაქო, ასევე, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს.
- გია ბერაია: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
- ლალი ბესტავაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ხაშურის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად იხილავს ადმინისტრაციულ საქმეებსაც.
- გიორგი ბუხრაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; იხილავს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეებს.
- ნინო გერგაული: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - გორის რაიონულ სასამართლოში იხილავს ადმინისტრაციულ დავებს.
- დავით გელაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; იხილავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს.
- მაია გიგაური: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
- ირმა გოგალაძე: გამოცდა- სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე; იხილავს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეებს.
- ნინო გიორგაძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე; იხილავს, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს.
- ირინა გოგოლაძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის მოსამართლე.
- ეკატერინე ელიაძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
- თეონა ეპიტაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ჯერ დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, ხოლო მოგვიანებით ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ გამწესდა.
- არარატ ესოიანი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში იხილავს ადმინისტრაციულ დავებსაც.
- ვერიკო ზათიაშვილი: გამოცდა - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თელავის რაიონულ სასამართლოში განიხილა აღკვეთის ღონისძიებები.
- ირინა ზარქუა: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე.
- ლუიზა თოდუა: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ახალციხის რაიონულ სასამართლოში იხილავს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს.
- გიორგი თუნაური: გამოცდა - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ფოთის საქალაქო სასამართლოში იხილავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს.
- ნინო თარაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
- მურთაზ კაპანაძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - სამტრედიის რაიონულ სასამართლოში იხილავს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის საქმეებს.
- არჩილ კოჭლამაზაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე.
- მაია კუთხაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქემთა კოლეგიის მოსამართლე.
- სოფიო ლეჟავა: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - მცხეთის რაიონულ სასამართლოში იხილავს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს.
- გიორგი ლობჟანიძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ახალციხის რაიონულ სასამართლოში იხილავს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს.
- გიორგი მაისურაძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
- ქეთევან მამაცაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე.
- ნინო მამულაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა, ხოლო შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაიყვანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
- ნიკოლოზ მარსაგიშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე.
- ეკატერინე მაღრაძე: გამოცდა - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ფოთის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან ერთად იხილავს სისხლის სამართლის საქმეებსაც;
- ლევან მეშველიანი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - სამტრედიის რაიონულ სასამართლოში იხილავს ადმინისტრაციულ დავებსაც.
- ვასილ მშვენიერაძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე.
- თამარ მჭედლიშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თავდაპირველად იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხოლო შემდგომ ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ გამწესდა.
- ხათუნა ნადიბაიძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე.
- შოთა ნიკურაძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად იხილავს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებს.
- ბადრი ნიპარიშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად იხილავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს.
- ლევან ნუცუბიძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - სენაკის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად იხილავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს.
- ანაიტ ოგანესიანი: გამოცდა - აქვს სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ახალციხის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად, ასევე, იხილავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს.
- სპარტაკ პავლიაშვილი: გამოცდა - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
- ნინო სახელაშვილი: გამოცდა - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა -ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
- ირმა ტოგონიძე: გამოცდა - სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ბათუმის საქალაქო სასამართლოში იხილავს ადმინისტრაციულ საქმეებსაც.
- შორენა ყაველაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
- ირაკლი შენგელია: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
- ბადრი შონია: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
- კობა ჩაგუნავა: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
- მარიკა ჩიტაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ახალციხის რაიონულ სასამართლოში იხილავს, ასევე, სამოქალაქო სამართლის საქმეებსაც.
- შორენა წიქარიძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლე.
- ლელა ჭინჭარაული: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
- ვლადიმერ ხუჭუა: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში სისხლის საქმეებთან ერთად იხილავს სამოქალაქო სამართლის საქმეებსაც.
- ირაკლი ხუსკივაძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ჯერ იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხოლო შემდგომ ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ გამწესდა.
- მაია ჯავახიშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ახალციხის რაიონულ სასამართლოში სისხლის საქმეებთან ერთად იხილავს სამოქალაქო სამართლის საქმეებსაც.
- გოჩა ჯეირანაშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
- ალექსანდრე ლომიძე: გამოცდა - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - სიღნაღის რაიონულ სასამართლოში იხილავს ასევე სისხლის სამართლის საქმეებსაც.
- ეკატერინე პართენიშვილი: გამოცდა - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
- ნინო ჯოჯუა: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, სისხლის საქმეებთან ერთად იხილავს ადმინისტრაციული სამართლის საქმეებსაც.
- შალვა კაკურიძე: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - გორის რაიონულ სასამართლოში სისხლის კოლეგიაში იყო მოსამართლე, თუმცა ცოტა ხნის წინ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაიყვანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ჯერ სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, ხოლო შემდეგ იმავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ, მოგვიანებით კი სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ.
- გიორგი კერატიშვილი: გამოცდა - სისხლის სამართლის სპეციალიზაცია; საქმიანობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლე, თუმცა შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაიყვანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და ცოტა ხანში, ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ დაინიშნა.
საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ შესწავლილი მონაცემები ცხადყოფს, რომ მოსამართლის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემა მასშტაბურია, რადგან საკვალიფიკაციო გამოცდის კატეგორია გადამწყვეტ როლს არ თამაშობს მოსამართლის შემდგომ საქმიანობაში. შესაბამისად ჩნდება კითხვა: რა დატვირთვა აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის დაყოფას საერთო, სისხლის სამართლის ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებად, თუ ერთი სპეციალიზაციის მოსამართლეს შეუძლია ნებისმიერი კატეგორიის საქმეების განხილვა?
საინტერესოა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის მნიშვნელობის შედარება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან სპეციალიზაციის ნაწილში. საქართველოს კანონმდებლობით, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. თუ ადვოკატს არ აქვს ჩაბარებული საერთო საკვალიფიკაციო გამოცდა და მხოლოდ ერთ-ერთი სპეციალიზაცია აქვს გავლილი, ის არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს საქმიანობა მეორე სპეციალიზაციით.
ამის საპირისპიროდ, მოსამართლეები ეწევიან საქმიანობას იმ სფეროში, რომელშიც არ აქვთ სათანადო სპეციალიზაციის მიხედვით გამოცდა ჩაბარებული. გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეების შემთხვევაში გამოიყენება საკვალიფიკაციო მოთხოვნის გაცილებით დაბალი სტანდარტი, ვიდრე კანონი აწესებს ადვოკატების შემთხვევაში.
როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს რეალობა?
- მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაამახვილოს მოსამართლეთა სპეციალიზაციაზე ყურადღება და ისე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის კონკრეტულ კოლეგიასა თუ პალატაში დანიშვნაზე;
- სასამართლოს თავმჯდომარეებმა მაქსიმალურად მიიღონ მხედველობაში მოსამართლის სპეციალიზაცია (გამოცდის კატეგორია), როდესაც მიიღება გადაწყვეტილება ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში) მოსამართლის მიერ საქმეთა განხილვის შესახებ;
- რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს (საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა). იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს ზომები, რათა იმ რაიონულ სასამართლოებში, სადაც მხოლოდ 1, 2 ან 3 მოსამართლეა, მინიმუმ ერთი მაინც იყოს საერთო სპეციალიზაციის. მაგალითად, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ამ ეტაპზე მხოლოდ 2 მოსამართლეა (ბადრი ნიპარიშვილი და ვლადიმერ ხუჭუა) და ორივე მათგანს გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ისინი იძულებულნი არიან, განიხილონ სხვა ისეთი კატეგორიის დავებიც, რომლებსაც მათი სპეციალიზაცია არ მოიცავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე, ამ პრობლემაზეც იყო საუბარი; ამ თემაზე დეტალურად იხილეთ სტატია: „სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოსამართლე ღიად საუბრობს“.
- ცვლილებები შევიდეს "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში და ზოგადი მითითების ნაცვლად, დაზუსტდეს, რომ კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა მოსამართლის იმ ვაკანტური ადგილის მიხედვით, რომელზეც აკეთებს განაცხადს.
სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ პასუხს, რომელიც თან ერთვის სტატიას. საქართველოს სასამართლოს გუშაგი არ აგებს პასუხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.