საქმეთა განაწილება ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

18.10.2022

2017 წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი ამოქმედდა.

მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში განხორციელებული ეს ცვლილება დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიამ. საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შემოღების მიზანი მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, თანაბარი დატვირთულობისა და საქმეთა განაწილების გამჭვირვალობის  ხელშეწყობა იყო. 

დიაგრამებზე წარმოდგენილია 2021-2022 წლებში რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების და საქმეთა ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით განაწილების სტატისტიკა.