17 ივნისს, დილიდან, ეტაპობრივად აღდგა სასამართლოს გუშაგის ვებგვერდზე გამოქვეყნებული და ფეისბუქის გვერდზე გაზიარებული ათეულობით მასალა და მოიხსნა ვებგვერდთან დაკავშირებული შეზღუდვები.
2024 წლის 14-15 ივნისს, საქართველოს სასამართლოს გუშაგის „ფეისბუკის“ გვერდებიდან 60-მდე პოსტი წაიშალა. გარდა ამისა, სასამართლოს მონიტორინგის ორგანიზაციის შიდა ჯგუფიდან, ამავე პერიოდში, გარკვეული პოსტები წაიშალა.სასამართლოს გუშაგის გუნდს 14 ივნისიდან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა „მეტა“-სთან, რომელიცცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას, ასევე, შესაბამის ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე აქტიურად ცდილობდნენ შექმნილ სიტუაციაში სასამართლო გუშაგის დახმარებას.
სასამართლო გუშაგის „ფეისბუკის“ გვერდზე ზიარდება ორგანიზაციის ანალიტიკოსებისა და სხვადასხვა ავტორების მიერ მომზადებული მასალები ჩვენი ვებგვერდიდან - www.courtwatch.ge. აღსანიშნავია, რომ წაშლილი მასალების ნაწილი courtwatch.ge-ზე 2022 წელს იყო გამოქვეყნებული. „მეტა“-ს მიერ კონტენტის წაშლის და შეზღუდვების დაწესების მიზეზად თავდაპირველად კიბერუსაფრთხოება დასახელდა. ვინაიდან, სასამართლოს გუშაგი მუშაობს ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციის მიერ მომზადებული მასალები არ არღვევდა „ფეისბუკის“ უსაფრთხოებისწესებს.საქართველოს სასამართლოს გუშაგი 2021 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის გაუმჯობესების გზით.
ჩვენ სრული დატვირთვით ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე!