2023 წლის 3-4 აპრილს საქართველოს სასამართლოს გუშაგის სტრატეგიული მიმართულებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს სასამართლოს გუშაგის ორწლიანი სტრატეგიული ორიენტაცია, გარდა ამისა, შეაფასეს სასამართლოს გუშაგების ქსელის საქმიანობა. შეხვედრის შედეგად დაიგეგმა სამომავლო საქმიანობა საზოგადოების ჩართულობის, მართლმსაჯულების საჯარო პოლიტიკის, სასამართლო სისტემის მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებზე.
შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) აღმასრულებელი დირექტორი, ირინა ხანთაძე, ხოლო სასამართლოს გუშაგის გუნდთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სასამართლოს გუშაგების ქსელის წევრები და მოხალისე-დამკვირვებლები.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა სასამართლოს გუშაგის პროექტის „აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის“ ჩარჩოებში, რომელიც ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.