სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

03.10.2022
2022 წლის 26-30 სექტემბერს საქართველოს სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ, რომელიც ჩატარდა პროექტის „პარტნიორობა უკეთესი სასამართლოებისთვის“ ფარგლებში.

ვიზიტის დროს ჩატარდა ტრენინგები სასამართლო პროცესების მონიტორინგის შესახებ, ასევე - შეხვედრები სასამართლოებში. გარდა ამისა, ორგანიზაციის დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი სიტყვით გამოვიდა პარტნიორი ორგანიზაციის წლიურ კონფერენციაზე, სადაც მან საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების შესახებ ისაუბრა.

პროექტის პარტნიორია Fundacja Court Watch Polska, ხოლო დაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, RITA - „რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისათვის.
პროექტი მიზნად ისახავს სასამართლოს გუშაგის გაძლიერებას სასამართლო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგის მიმართულებით, რაც მიღწეული იქნება ორგანიზაციის თანამშრომლების ინდივიდუალური სწავლებით, მოხალისეების ტრენინგით და მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე მუშაობის პროცესში საფუძვლიანი მხარდაჭერით.

უახლოეს მომავალში იგეგმება Fundacja Court Watch Polska-ს წარმომადგენლების და პოლონელი მოხალისეების სამუშაო ვიზიტი საქართველოში.