„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ 2024 წლის 7-10 ივნისს, პროექტის „ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სოციალიზაცია უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებისთვის ჩაატარა საზაფხულო ბანაკი, რომელიც მიზნად ისახავს სამართლებრივი სოციალიზაციის ხელშეწყობის გზით ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.
ამ მიზნის მისაღწევად განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:
ღონისძიება „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა გახსნა და პროექტის მონაწილეებს ორგანიზაციის საქმიანობა გააცნო. მონაწილეებს მიეწოდათ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის:
ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე, ბავშვთა უფლებებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, სამართალწარმოების ეტაპებზე, 2024 წლის არჩევნებსა და საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოზე, სასამართლო რეფორმასა და ევროინტეგრაციაზე, არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივ მართლმსაჯულებაზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებაზე. გარდა ამისა, საზაფხულო ბანაკის ფარგლებში მონაწილეებმა მოამზადეს პროექტები. „სასამართლოს გუშაგი“ უახლოეს პერიოდში გამოავლენს 5 წარდგენილი პროექტიდან ერთ გამარჯვებულს, რომელსაც შემდგომ დააფინანსებს.
ტრენინგები ჩაატარეს „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა და მოწვეულმა ექსპერტებმა:
------------------------------------------------------------------------------------
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უფლებების დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გრანტით. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის“ (NHC), ჰერტის სკოლის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს დემოკრატიის ინიციატივის მიერ.