19.09.2022

სასამართლოს გუშაგმა მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა


17-18 სექტემბერს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

ღონისძიება დაეთმო საქართველოს სასამართლოს სისტემაში არსებულ გამოწვევებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

შეხვედრას უძღვებოდნენ:
  • ნაზი ჯანეზაშვილი, სასამართლოს გუშაგის დირექტორი,  
  • ეკა არეშიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე,
  • გურო იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი. 
ტრენინგს ცენტრალური ტელევიზიების, რადიოსა და ონლაინ მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ტრენინგი ჩატარდა პროექტის – „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის” ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით მხარდაჭერით.