მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი - კანონის უზენაესობის ინდექსი

28.10.2022
მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი აფასებს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობის ძალაუფლების გადანაწილების, კორუფციის არარსებობის, ღია მთავრობის, ფუნდამენტური უფლებების დაცვის, წესრიგის და უსაფრთხოების, აღსრულების, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობას და ქვეყნებს შესაბამის რეიტინგებს ანიჭებს.
2022 წელს საქართველო 140 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებს, რაც 2021 წლის რეიტინგს იმეორებს. ამ მონაცემებს თუ შევადარებთ წინა წლების რეიტინგებს, ბოლო ორ წელიწადში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, რადგან 2015 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში 29-ე ადგილს იკავებდა.

  • სამოქალაქო მართლმსაჯულება - საქართველო 68-ე ადგილზეა;
  • სისხლის სამართლის მართლმსაჯულება - საქართველო 54-ე ადგილს იკავებს.

 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მართლმსაჯულების ნაწილში ფასდება შემდეგი კომპონენტები:

  • რამდენად შეუძლიათ ადამიანებს დავების მშვიდობიანად და ეფექტურად მოგვარება;
  • არის თუ არა სამოქალაქო მართლმსაჯულების სისტემა ხელმისაწვდომი;
  • არის თუ არა მართლმსაჯულება თავისუფალი საჯარო მოხელეების მხრიდან დისკრიმინაციის, კორუფციისა და არასათანადო გავლენისგან;
  • მიმდინარეობს თუ არა სასამართლო პროცესი დაუსაბუთებელი შეფერხებების გარეშე;
  • აღსრულდება თუ არა გადაწყვეტილებები ეფექტიანად;
  • დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელმისაწვდომობა, მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა.

 

2022: 68-ე ადგილი

2021: 67-ე ადგილი

2020: 67-ე ადგილი

2019: 62-ე ადგილი

2017-2018: 55- ადგილი

2016: 39-ე ადგილი

2015: 26-ე ადგილი

 

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შეფასება

რაც შეეხება სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას, ამ შემთხვევაში ფასდება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა, მათ შორის პოლიცია, ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები და ციხის თანამშრომლები. საქართველო 2022 წლის რეიტინგში 54-ე ადგილზეა და წელს 3 პოზიციით გააუარესა რეიტინგი.

 

2022: 54-ე ადგილი

2021: 51-ე ადგილი

2020: 46-ადგილი

2019: 46-ე ადგილი

2017-2018: 47- ადგილი

2016: 38-ე ადგილი

2015: 35-ე ადგილი


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.