თავმჯდომარეები სასამართლოებში - ქალები უმცირესობაში

12.09.2022
სასამართლოს სისტემაში გვყავს ქალი მოსამართლეები, მაგრამ მათ ხშირად არ ანდობენ გადაწყვეტილების მიმღებ  პოზიციებს სასამართლო ხელისუფლების მართვის სფეროში.

ქალების შესვლა სივრცეებში, რომელთაც ისინი ისტორიულად ჩამოშორებულნი იყვნენ, თანასწორობის აღდგენას ნიშნავს. ეს ნიშნავს მართლმსაჯულების აღქმას, როგორც იმ სოციუმის სრულფასოვანი წარმომადგენლის, რომლის წევრების ცხოვრებაზეც ის ყოველდღიურად ახდენს გავლენას, ეს ნიშნავს ინსპირაციას მომავალი თაობის გოგონებისთვის, რომ მათ  შეუძლიათ საკუთარი სიტყვა თქვან ისეთი უმთავრესი ინსტიტუციის განვითარებაში, როგორიც  სასამართლოა.

ვინ შეიძლება გახდეს სასამართლოს თავმჯდომარე პირველ და მეორე ინსტანციაში?

  •  სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით.1
  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით.2

სასამართლოს პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეების დანიშვნა

  • სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.3
  • სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეს ამ კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.4

რამდენი ქალი არის ან ყოფილა სასამართლოში თავმჯდომარის თანამდებობაზე?

(იგულისხმება სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე)

საინტერესოა სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვება, რამდენი ქალია სასამართლოში, ასევე პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარის თანამდებობაზე საერთო სასამართლოებში და როგორია მათი თანაფარდობა კაც თავმჯდომარეებთან მიმართებით.

2015-2021 წლებში რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეების, ასევე პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარის თანამდებობაზე, მათ შორის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პირების რაოდენობა 56-ს აღწევს და მათგან ქალი მხოლოდ 5-ია.

2015-2021 წლები - სასამართლოს, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეები/მოვალეობის შემსრულებლები:

  1. ვალერი ცერცვაძე
  2. მიხეილ ჩინჩალაძე
  3. ლაშა კალანდაძე
  4. მერაბ გაბინაშვილი
  5. ირაკლი შენგელია
  6. ლევან თევზაძე
  7. დიმიტრი გვრიტიშვილი
  8. ვასილ მშვენიერაძე
  9. მალხაზ გურული
  10. ამირან ძაბუნიძე
  11. გოჩა აბუსერიძე
  12. მალხაზ ოქროპირაშვილი
  13. მამუკა ახვლედიანი
  14. გიორგი მიქაუტაძე
  15. ნიკოლოზ მარსაგიშვილი
  16. სერგო მეთოფიშვილი
  17. გიორგი ებანოიძე
  18. ბიძინა სტურუა
  19. ბადრი შონია
  20. შოთა გეწაძე
  21. ეკა არეშიძე
  22. თემურ გოგოხია
  23. რევაზ ნადარაია
  24. თეიმურაზ სვანიძე
  25. გურამ გოცირიძე
  26. გოჩა ჯეირანაშვილი
  27. გია ბერაია
  28. არარატ ესოიანი
  29. მალხაზ ენუქიძე
  30. დავით მამისეიშვილი
  31. თეა ლეონიძე
  32. გიორგი გრატიაშვილი
  33. შალვა კაკაურიძე
  34. დავით ნარიმანიშვილი
  35. თეიმურაზ სიხარულიძე
  36. გელა ქირია
  37. შოთა ნიკურაძე
  38. ნატრული აკობია
  39. ვლადიმერ ხუჭუა
  40. მამუკა წიკლაური
  41. მარინე ცერცვაძე
  42. დავით ახალბედაშვილი
  43. მამია ფხაკაძე
  44. ლევან მეშველიანი
  45. ივანე ყიფიანი
  46. ლევან ნუცუბიძე
  47. ირაკლი ბონდარენკო
  48. ვალერიან ბუგიანიშვილი
  49. გიორგი ბუხრაშვილი
  50. დავით გელაშვილი
  51. ლერი თედორაძე
  52. როინ კახიძე
  53. ლეილა გურგუჩიანი
  54. ხვიჩა კიკილაშილი
  55. გოჩა ფუტკარაძე
  56. ჯუმბერ ბეჟანიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2015 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში სულ 5 ქალი დაინიშნა თავმჯდომარედ სხვადასხვა სასამართლოში, თუმცა მათგან 3-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება დაეკისრა და  მხოლოდ 2 დაინიშნა უშუალოდ თავმჯდომარედ.

მეტი დეტალი ზემოთ ჩამოთვლილი ქალი თავმჯდომარეების შესახებ

  1. ლეილა გურგუჩიანს 2015 წლის 8 დეკემბრიდან  დაეკისრა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება და უშუალოდ თავმჯდომარედ არ დანიშნულა.
  2. მარინე ცერცვაძეს 2017 წლის 20 იანვრიდან დაეკისრა თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება.  თავმჯდომარედ არ დანიშნულა.
  3. ეკა არეშიძეს 2016 წლის 23 თებერვლიდან დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს  სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება, თავმჯდომარედ არ დანიშნულა.
  4. ნატრული აკობია 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დაინიშნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ, მანამდე დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება. 2012 წლის 21 დეკემბერს ძალადაკარგულად გამოცხადდა  ნ. აკობიას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება და  იმავე დღეს დაეკისრა ზუგდიდის გაერთიანებული რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება. 2016 წლის 19 თებერვლიდან ნ. აკობიას ისევ ეკისრება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება, ეს გადაწყვეტილება კი  ძალადაკარგულად ცხადდება 2017 წლის 5 ივნისს და ამავე დღეს ნატრული აკობია ინიშნება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2017 წლის 5 ივნისს დანიშვნის შემდეგ, ნ. აკობიამ ამოწურა კანონით გათვალისწინებული თავმჯდომარის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა.
  5. თეა ლეონიძეს 2016 წლის 15 თებერვლიდან დაეკისრა ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება. ეს გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2017 წლის 5 ივნისს და ამავე დღეს იგი დაინიშნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ. აღსანიშნავია, რომ თეა ლეონიძე 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ.

 

პროცენტულად, ეს მონაცემები5ასე გამოიყურება

 

რა ხდებოდა 2015 წლამდე?

2015 წლამდე 31 სასამართლოს თავმჯდომარიდან/მოვალეობის შემსრულებლიდან 13 არის ქალი, თუმცა ცამეტივეს დაეკისრა თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება და უშუალოდ თავმჯდომარედ არც ერთი მათგანი არ დანიშნულა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლამდე სასამართლოში დანიშნული თავმჯდომარეებისა და თავმჯდომარის უფლებამოსილების შემსრულებლების  ჩამონათვალი:

  1. მევლუდ ხათაშვილი
  2. გიორგი დარახველიძე
  3. ბესიკ ბუგიანიშვილი
  4. გიორგი არევაძე
  5. დავით დვალი
  6. რომან მამულია
  7. მათიკო ხურციძე
  8. გიორგი ლონდარიძე
  9. მერი მაისურაძე
  10. რობერტ ჭინკორაშვილი
  11. ანა ჩოგოვაძე
  12. ციცინო მოსიძე
  13. შალვა მჭედლიშვილი
  14. ლაშა ქოჩიაჩვილი
  15. თეა ძიმისტარაშვილი
  16. ლაზარე ძირკველიშვილი
  17. შაქრო აბუსერიძე
  18. ჯემალ კიკნაძე
  19. ცირა მაისურაძე
  20. ნანა ჩალათაშვილი
  21. ირაკლი გიგინეიშვილი
  22. მაია შოშიაშვილი
  23. იოსებ ბაღათურია
  24. ანა ღელეყვა
  25. ვიოლეტა ფორჩხიძე
  26. დავით კეკენაძე
  27. სოსო ღურწკაია
  28. ინდირა მაშანეიშვილი
  29. მარინა კიკნაძე
  30. არსენ კალატოზიშვილი
  31. ნანა ჯანხოთელი

ეს მონაცემები სტატისტიკურად ასე გამოიყურება:

ზემოთ ჩამოთვლილი თავმჯდომარეების საერთო მონაცემები (2007 წლიდან დღემდე):6

  • სულ - 87 თავმჯდომარე
  • აქედან - 18 ქალი თავმჯდომარე
  • 69 კაცი თავმჯდომარე






წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2015 წლიდან ქალი თავმჯდომარეების/თავმჯდომარის უფლებამოსილების შემსრულებლების დანიშვნის მაჩვენებელი არსებითად იკლებს, თუმცა დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი არც არასდროს ყოფილა და დისპროპორცია მანამდეც თვალშისაცემი იყო.

სტატიაში გაანალიზებული სტატისტიკა კრიტიკულად არათანასწორ მდგომარეობას ასახავს ქალსა და მამაკაცს შორის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ,  როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, „საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოსამართლო თანამდებობებზე ქალები უმრავლესობას წარმოადგენენ.“

რატომ არიან ქალები სასამართლოში მაღალ თანამდებობებზე უმცირესობაში, როდესაც ისინი მოსამართლეთა უმრავლესობას წარმოადგენენ?

ცივილიზებული მსოფლიო შეთანხმდა, რომ  გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე მხოლოდ ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობით არის შესაძლებელი მშვიდობისა და დემოკრატიის მიღწევა. ამ ფონზე არსებული მოცემულობა  სასამართლო ხელისუფლების გზავნილია ქალებისთვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მართვის სფეროში კარიერული წარმატების ფართო შესაძლებლობა  ხელმისაწვდომია მხოლოდ   მამაკაცისთვის.     

დამატებითი ინფორმაცია ქალ თავმჯდომარეებზე, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ არიან დანიშნულები, თუმცა თავმჯდომარის მოვალეობას კანონის საფუძველზე ახორციელებენ:

სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილებ აქვს. 7

„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ შეეცადა გაერკვია რა მდგომარეობაა იმ სასამართლოებში, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღეისათვის თავმჯდომარე ოფიციალურად არ ჰყავს დანიშნული. ქვემოთ მითითებულ რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არ იძებნება, შესაბამისად ვვარაუდობთ რომ ისინი ამ უფლებამოსილებას ახორციელებენ ავტომატურად, კანონის საფუძველზე, როგორც ყველაზე გამოცდილი მოსამართლეები.

  1. ახალციხის რაიონული სასამართლოში, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 17.08.2021-დან თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ანაიტ ოგანესიანი.
  2. გურჯაანის რაიონული სასამართლოში 2021 წლის დასაწყისიდან თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ნანა ჩალათაშვილი.
  3. თელავის რაიონული სასამართლოში, მარინე ცერცვაძეს თავმჯდომარის ვადა 20.06.2022 წელს ამოეწურა, როგორც ზეპირად გვაცნობეს ამჟამად სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არის მარინე ცერცვაძე.
  4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოში, კი ზეპირად გვითხრეს, რომ ია ბარამიძეა სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ის, თუ როდიდან ახორციელებს ია ბარამიძე თავმჯდომარის უფლებამოსილებას, უცნობია. ამ შემთხვევაში „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მიერ სხვა პრობლემა გამოიკვეთა, რასაც ცალკე სტატიას დავუთმობთ.

 

სქოლიო

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი.
3. საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
5. მონაცემები ეყრდნობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტს და იუსტიციის ოფიციალურ გვერდზე მოძიებულ ინფორმაციას.
6. სტატისტიკური ინფორმაცია მოიცავს “სასამართლოს გუშაგის” მიერ გამოკვლეულ 87 თავმჯდომარის შემთხვევას,  იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების და საბჭოდან მიღებული ოფიციალური პასუხების საფუძველზე.
7. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 

ფოტო: unsplash.com

ავტორი: მეგი შამათავა