საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მაჩვენებელი ბოლო წლებში გაიზარდა, თუმცა ასეთი შედეგი, უმეტესწილად, მიღწეულია ოჯახში ძალადობის საქმეებზე განსასჯელების გამართლების ხარჯზე.
სტატიაში წარმოგიდგენთ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის დინამიკას აღწერს – 2007 წლიდან 2021 წლამდე.
- გამამართლებელი განაჩენი 2007 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 9344 საქმე. მათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 9 საქმეში, რაც 0,1 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2008 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 8645 საქმე. მათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 21 საქმეში, რაც 0,2 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2009 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 6720 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 9 საქმეში, რაც 0,1 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2010 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 3495 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 7 საქმეში, რაც 0,2 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2011 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 1854 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 47 საქმეში, რაც 2,5 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2012 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 1149 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 90 საქმეში, რაც 7,8 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2013 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 1813 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 37 საქმეში, რაც 2,0 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2014 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 4655 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 76 საქმეში, რაც 1.6 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2015 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 5016 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 145 საქმეში, რაც 2,9 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2016 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 5549 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 164 საქმეში, რაც 3,0 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2017 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 4245 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 187 საქმეში, რაც 4,4 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2018 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 5107 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 402 საქმეში, რაც 7,9 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2019 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 5325 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 550 საქმეში, რაც 10,3 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2020 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 4709 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 393 საქმეში, რაც 8,3 %-ს შეადგენს.
- გამამართლებელი განაჩენი 2021 წელს
პირველი ინსტანციის სასამართლომ სულ არსებითად განიხილა 5673 საქმე. ამათგან გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 499 საქმეში, რაც 8,8 %-ს შეადგენს.
განაჩენების საერთო რაოდენობა და გამამართლებელი განაჩენები
ზემოთ მოყვანილი მონაცემები ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ სტატისტიკურ მონაცემებს. ამავე ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულებს შორის ოჯახში ძალადობის 1491 საქმიდან გამამართლებელი განაჩენი დადგა 225 პირის მიმართ(სამწუხაროდ, სხვა წლების მონაცემებში დეტალურად არ არის წარმოდგენილი ოჯახში ძალადობის საქმეების შესახებ ინფორმაცია).
2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მთლიანობაში, გამამართლებელ განაჩენი დადგა 434 პირის მიმართ, აქედან 225 პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი, ოჯახში ძალადობის საქმეს შეეხება.
გამომდინარე აქედან, 2020 წელს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების 50%-ზე მეტი სწორედ ოჯახში ძალადობის საქმეებზე მოდის - 4709 განაჩენიდან 393 გამამართლებელია (434 პირის მიმართ) და აქედან, როგორც უკვე ვთქვით, 225 პირი ოჯახში ძალადობის შესახებ საქმეზე გამართლდა.
ხელისუფლების მხრიდან ხშირად გვესმის, რომ გამამართლებელ განაჩენთა რიცხვი გაიზარდა, რაც სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებად მიიჩნევა, თუმცა, მშრალ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნები ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, თუ რის საფუძველზე იზრდება გამამართლებელ განაჩენთა პროცენტული მაჩვენებელი.
დამატებითი ინფორმაცია:
თავის მხრივ, ოჯახში ძალადობის პრობლემის აქტუალობაზე მიუთითებს არა მხოლოდ საბოლოო განაჩენების დიდი რაოდენობა, არამედ შემაკავებელი და დამცავი ორდერების სტატისტიკაც.
განაჩენების რაოდენობა
- 2018 წელს ოჯახური დანაშაულებისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე განაჩენი სულ 2347 შემთხვევაში დადგა;
- 2019 წელს, 2642 საქმის განხილვა დასრულდა განაჩენის გამოტანით;
- 2020 წელს (9 თვის მონაცემებით) 1410 საქმის განხილვა დასრულდა განაჩენის გამოტანით;
- ხოლო 2021 წელს ასეთი 2366 საქმე იყო.
შემაკავებელი ორდერის გამოცემის სტატისტიკა 2015-2022 წლებში
გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა ოჯახში ძალადობაზე
- 2015 წელი - სულ გამოიცა 2722 შემაკავებელი ორდერი;
- 2016 წელი - სულ გამოიცა 3089 შემაკავებელი ორდერი;
- 2017 წელი - სულ გამოიცა 4370 შემაკავებელი ორდერი;
- 2018 წელი - სულ გამოიცა 7646 შემაკავებელი ორდერი;
- 2019 წელი - სულ გამოიცა 10266 შემაკავებელი ორდერი;
- 2020 წელი - სულ გამოიცა 10321 შემაკავებელი ორდერი;
- 2021 წელი - სულ გამოიცა 9376 შემაკავებელი ორდერი;
- 2022 წელი - სულ გამოიცა 8748 შემაკავებელი ორდერი.
გამოცემული დამცავი ორდერების სტატისტიკა 2018-2021 წლებში
- 2018 წელი - სულ გამოიცა 141 დამცავი ორდერი, მათგან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოცემულია 130 დამცავი ორდერი;
- 2019 წელი - სულ გამოიცა 112 დამცავი ორდერი, მათგან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოცემულია 102 დამცავი ორდერი;
- 2020 წელი - სულ გამოიცა 104 დამცავი ორდერი, მათგან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოცემულია 94 დამცავი ორდერი;
- 2021 წელი - სულ გამოიცა 96 დამცავი ორდერი, მათგან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოცემულია 88 დამცავი ორდერი.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.