21 ოქტომბერს ალტე უნივერსიტეტში სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საჯარო დისკუსია გამართეს.
სასამართლოს გუშაგის ანალიტიკოსმა, ქეთი გაჩეჩილაძემ აუდიტორიას „მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგი“-ს პროექტი გააცნო, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სასამართლოს გუშაგი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ მოხალისეთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა - მეგი შამათავამ და სალომე კვირიკაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით გამოკვეთილ პრობლემებსა და ტენდენციებზე, ასევე, სასამართლო სისტემაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე ისაუბრეს.
სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სასამართლოს გუშაგის ონლაინ გამოცემის, CourtWatch.ge-სთვის (პროექტი ხორციელდება ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) მხარდაჭერით) მომზადებულ სტატიებზე მუშაობისას გამოვლენილ სხვადასხვა საკითხებზეც.