7 ოქტომბერს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გამართა.
ორგანიზაციის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა პროექტის - „მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგი“-ს შესახებ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სასამართლოს გუშაგი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. აღინიშნა, რომ მოხალისეთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა - მეგი შამათავამ და სალომე კვირიკაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით გამოკვეთილ პრობლემებსა და ტენდენციებზე, ასევე, სასამართლო სისტემაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე ისაუბრეს. მათ სტუდენტებს გააცნეს სასამართლოს გუშაგის ონლაინ გამოცემის, CourtWatch.ge-სთვის (პროექტი ხორციელდება ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) მხარდაჭერით) მომზადებულ სტატიებზე მუშაობისას გამოვლენილი სხვადასხვა საკითხები.