სასამართლოს გუშაგის საჯარო დისკუსია ილიას უნივერსიტეტში

30.09.2022

30 სექტემბერს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა ილიაუნის წიგნის სახლში “ლიგამუსი“ სასამართლო სისტემის საჯაროობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გამართა.

შეხვედრაზე სასამართლოს გუშაგის თანამშრომლებმა - სალომე კვირიკაშვილმა, მეგი შამათავამ და დავით სოლომონიძემ სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს იმ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ორგანიზაციამ მუშაობისას გამოავლინა. მათ ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებზე და სასამართლო სისტემაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე.

გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს პროექტი - „მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგი“ გააცნეს, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სასამართლოს გუშაგი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.