10.10.2022

სასამართლოს გუშაგმა მოხალისეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა


მიმდინარე წლის 4-7 ოქტომბერს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა სასამართლო პროცესების მონიტორინგში ჩართვით დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები საერთო ჯამში 150-ზე მეტ ადამიანს შეხვდნენ. 

სასამართლო პროცესებს მოხალისეები დააკვირდებიან პროექტის „მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სასამართლოს გუშაგი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

მონიტორინგის მიზანია:

  • სასამართლო სისტემის გაუმჯობესება სასამართლო სხდომების მონიტორინგში მოქალაქეების ჩართვის გზით.
  • სასამართლოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბება.
მონიტორინგის ადგილი: რუსთავი, მარნეული, მცხეთა, ქარელი, გურჯაანი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი, ხელვაჩაური, ბოლნისი, ხაშური, კასპი, გორი.