2022 წ. 6 ნოემბერს, საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინიციატივით
Fundacja Court Watch Polska-ს თავმჯდომარემ, ბარტოშ პილიტოვსკიმ და ამავე ორგანიზაციის დირექტორმა, დარია ჰოფმანმა, სასამართლო პროცესების მონიტორინგის შესახებ ტრენინგი სასამართლოს გუშაგის დასავლეთ საქართველოს სასამართლოების დამკვირვებლებისთვის ჩაატარეს.
ღონისძიება სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გახსნა. ბარტოშ პილიტოვსკიმ და დარია ჰოფმანმა სასამართლო პროცესების მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე ისაუბრეს და ტრენინგის მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ Fundacja Court Watch Polska პოლონეთში სასამართლოების მონიტორინგს უკვე 10 წელია ახორციელებს.
ტრენინგი ჩატარდა მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.
ასევე - პროექტის „პარტნიორობა უკეთესი სასამართლოებისთვის“ ფარგლებში თანადაფინანსებული პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, RITA - “რეგიონი გარდამავალ პერიოდში” პროგრამა.