სასამართლოს გუშაგმა ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სასამართლო სისტემის შესახებ შეხვედრა გამართა

27.04.2023

27 აპრილს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადვოკატებთან სასამართლო სისტემის შესახებ დისკუსია გამართა.

ღონისძიება სასამართლოს გუშაგის ანალიტიკოსმა მეგი შამათავამ გახსნა.

შეხვედრაზე ისაუბრა მოწვეულმა მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ, ხოლო მოწვეულმა ექსპერტმა ნიკა სიმონიშვილმა ევროკავშირის 12 პირობის ფარგლებში სასამართლო მიმართულებით შესასრულებელი საკითხები მიმოიხილა.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში ატარებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიის, სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.