2023 წლის 29 მარტს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა ბათუმში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან პრეზენტაცია/დისკუსია გამართა თემაზე: სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები.
ღონისძიება გახსნა სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა, მან ვენეციის კომისიის უახლესი რეკომენდაციები მიმოიხილა.
შეხვედრაზე მოწვეული ექსპერტები იყვნენ იურისტები, სულხან სალაძე და ანა თავხელიძე.
სულხან სალაძემ ევროკავშირის 12 პირობის ფარგლებში სასამართლო რეფორმის პერსპექტივებთან დაკავშირებით ისაუბრა, ხოლო ანა თავხელიძემ მოხსენება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების პრაქტიკული ასპექტებთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში განახორციელებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე - მოსახლეობისთვის, სასამართლოს სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევებისა და გამოსავლების თაობაზე.
ღონისძება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.