2023 წლის 26 აპრილს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა ზუგდიდში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადვოკატებთან სასამართლო სისტემის შესახებ დისკუსია გამართა.
ღონისძიება სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა გახსნა. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა ნიკა სიმონიშვილმა სასამართლო სისტემაში არსებული მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა. იურისტმა მეგი შამათავამ კი მიმოიხილა ევროკავშირის 12 პირობის ფარგლებში სასამართლო მიმართულებით შესასრულებელი საკითხები.
საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში ატარებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიის, სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ.
ღონისძიება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.