ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების შესახებ

21.04.2023

20-21 აპრილს SecDev Foundation-ის წარმომადგენლებმა სასამართლოს გუშაგის გუნდისთვის ციფრული უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი ჩაატარეს. 

CyberSTARs–ის ტრენერების საველე გუნდმა შემდეგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:

  • რატომ არის ციფრული უსაფრთხოება ასე მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოებისათვის;
  • როგორ დავიცვათ მონაცემები;
  • პირადი ციფრული მოწყობილობებისა და „ციფრული ცხოვრების“ დაცვა;
  • ორგანიზაციის უსაფრთხოება, როგორც ერთიანი პროცესი.

ტრენინგის მეთოდოლოგია ემყარება პროექტის მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებას ჟურნალისტებთან, მედიასა და სამოქალაქო აქტივისტებთან ევრაზიის, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ტრენინგის მიზანია ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნარების გაძლიერება.

SecDev Foundation-ის CyberSTAR (კიბერ უსაფრთხოების შეფასება და რეაგირება) პროექტი ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გააუმჯობესონ ციფრული უსაფრთხოების კულტურა ტრენინგის საშუალებით.