სასამართლოს გუშაგმა გორში საჯარო შეხვედრა გამართა: “როგორ შეუძლია სასამართლოს შეცვალოს შენი ცხოვრება”

23.09.2022

23 სექტემბერს, ქ. გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სასამართლოს გუშაგმა საჯარო შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან. ღონისძება ჩატარდა პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

შეხვედრა საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე მოწვეული ექსპერტები იყვნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თეიმურაზ თოდრია, ასევე, ჟურნალისტი და კინომცოდნე ნინია კაკაბაძე. 
შეხვედრაზე მოხსენებებთან ერთად ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში განახორციელებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე - მოსახლეობისთვის, სასამართლოს სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევებისა და გამოსავლების თაობაზე.