16.12.2022

სასამართლოს გუშაგების ქსელის შეხვედრაზე ქუთაისის სასამართლოების შესახებ მომზადებული ანგარიში განიხილეს


2022 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინიციატივით სასამართლოს გუშაგების ქსელის მორიგი შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, რომლის წევრები არიან ადვოკატები და სასამართლოს თემით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეები.

შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი და სამართლებრივი ექსპერტი - ქეთი გაჩეჩილაძე. 

შეხვედრაზე, ნაზი ჯანეზაშვილმა ქსელის წევრებს ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების შესახებ ანგარიში გააცნო, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა. ქეთი გაჩეჩილაძემ კი პრეზენტაცია გამართა სასამართლო რეფორმების თაობაზე.

სასამართლოს გუშაგების ქსელი პროექტის „აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის” ფარგლებში შეიქმნა. პროექტი ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.  

პროექტის მიზანია, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობით, მონიტორინგითა და ადვოკატირებით. შესაბამისად, საქართველოს სასამართლოს გუშაგმა შექმნა აქტიური მოქალაქეების ქსელი ქუთაისსა და რუსთავში.