06.08.2022

სასამართლოს გუშაგთა ქსელის მორიგი შეხვედრები რუსთავსა და ქუთაისში გაიმართა


2022 წლის 6 აგვისტოს, „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგების ქსელის მორიგი  შეხვედრა ქალქ ქუთაისში  გაიმართა.

შეხვედრას სასამართლო თემით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტში ჩართვის ინტერესი გამოხატეს. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი და  ასევე - მოწვეული სპიკერი, კახა წიქარიშვილი, რომელმაც სასამართლო სისტემაში არსებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე, სასამართლოში საქმისწარმოების დაჩქარება და საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, აღნიშნა, შეხვედრის ნაწილი დაეთმო სასამართლოში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და ადვოკატირების გეგმის შემუშავებას.  ქსელი აქტიურად გააგრძელებს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და იმ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას, რომელიც ყველაზე მეტად პრიორიტეტული აღმოჩნდა აზრთა შეჯამების შემდეგ ქსელის წევრებისთვის.

სასამართლოს გუშაგების ქსელი პროექტის „აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის” ფარგლებში შეიქმნა. პროექტი ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. 

პროექტის მიზანია, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობით, მონიტორინგითა და ადვოკატირებით. შესაბამისად, „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ შექმნა აქტიური მოქალაქეების ქსელი ქუთაისსა და რუსთავში.