მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები განსაზღვრულია კონსტიტუციით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. სახელმწიფო, მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობისა და ცხოვრების სათანადო პირობები.
ცხადია, ამ დანაწესში, მათ შორის, პირველ რიგში, მოიაზრება მოსამართლის შრომის ანაზღაურება, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან.
„საქართველოს სასამართლო გუშაგმა“ გადაწყვიტა, შეესწავლა, თუ როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) და დანამატები.
მოსამართლეთა, თანამდებობრივ სარგოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, ხოლო დანამატებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) წლების განმავლობაში ნაკლები ინტენსივობით იცვლებოდა, ხოლო 2013 წლიდან დღემდე მოსამართლეთა კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო უცვლელია. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანამატების გაზრდის შესახებ.
ინფორმაცია ეყრდნობა კანონსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებებს.
გრაფიკზე წარმოდგენილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ოდენობის შრომის ანაზღაურებაა (თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ჯამი) გათვალისწინებული სხვადასხვა თანამდებობის მოსამართლისთვის.
გაეცანით ან ჩამოტვირთეთ სტატისტიკურ მონაცემებს დეტალურად, რომელსაც ბმულის სახით თან ერთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებები: