იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგი ივნისიდან დავიწყე. ივნისიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, პრობლემა, დამოკიდებულება... გამოიკვეთა. თუმცა, რაზეც აქამდე არ მისაუბრია, არადა სულ იქცევდა ჩემს ყურადღებას, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, თამარ ღვამიჩავა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მონიტორინგის 5 თვის განმავლობაში, არც ერთხელ, არც ერთ საკითხზე, პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრს არათუ აზრი არ დაუფიქსირებია, არამედ კითხვაც კი არ დაუსვამს, ამის საპირწონედ კი ყველა გადაწყვეტილებას უჭერს მხარს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტდება შემდეგნაირია:
2020 წლის ივლისში თამარ ღვამიჩავა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე დანიშნა.
არ ვარ დარწმუნებული, რომ განსხვავებულ რეალობას ქმნიდა იმ პერიოდის განმავლობაში, როცა მის საქმიანობას არ ვეცნობოდი და ამის უშუალოდ დაკვირვების შესაძლებლობა არც მქონდა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, თუ რა რეალობას ქმნის ახლა, ბოლო 5 თვის განმავლობაში.
პრობლემის სერიოზულობა რომ უკეთ აღქმადი იყოს, მიმოვიხილოთ რა გადაწყვეტილებებს დაუჭირა მხარი უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ისე, რომ კითხვაც არ გასჩენია:
პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოში დანიშნულ ერთ არამოსამართლე წევრსაც იგივე უფლება-მოვალეობები აქვს, რაც უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებს, თუმცა სხვებისგან განსხვავებით უფლებამოსილებას მხოლოდ ხმის მიცემის ნაწილში იყენებს, მოვალეობებს კი, მაგალითად როგორიცაა გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით კითხვის დასმა, უბრალოდ არ ასრულებს.
უმაღლესი საბჭოს მდუმარე წევრის მდუმარებაზე ფიქრისას, მიჭირს იმ ფაქტთან შეგუება, რომ თამარ ღვამიჩავა საქართველოს პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე მდუმარებისთვის დანიშნა.
მაინც რატომ არასოდეს არ იღებს ხმას? პასუხების ძიებისას ბევრ მიზეზზე ვიფიქრე. არაკომპეტენტურობა უნდა გამოვრიცხოთ, თამარ ღვამიჩავას გამოცდილება და განათლება კითხვის ნიშნებს არ აჩენს.
განათლება:
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:
ამდენად, თამარ ღვამიჩავას კითხვების დასმისა და აზრის გამოხატვის საშუალებას ერთი შეხედვით უნდა აძლევდეს მისი განათლებაც და სამუშაო გამოცდილებაც.
მაშინ რაშია პრობლემა?
უინტერესოა ის საკითხები რაზეც მუშაობს?
ეს ვერსიაც უნდა გამოვრიცხოთ, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ის ორგანო, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ქვეყანაში სასამართლო სისტემის დემოკრატიულობასა და სამართლიანობას.
და მაინც რაშია პრობლემა?
იქნებ უბრალოდ არც მიიჩნევს, რომ აქვს ვალდებულება 5 თვეში ერთხელ მაინც დააფიქსიროს აზრი ან დასვას შეკითხვა. პრინციპში ეს გასაკვირი არც იქნება, თუ ჟურნალისტის კითხვაზე - არსებობს თუ არა სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების ე.წ. კლანი, მისივე პასუხს გავიხსენებთ - “მე ვცნობ მხოლოდ გუნდური მუშაობის პრინციპს”.
სინამდვილეში პრობლემა ისაა, რომ თამარ ღვამიჩავა დიდი ალბათობით ნათესაური კავშირებით აღმოჩნდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და არაფერ შუაშია მისი განათლება, სამუშაო გამოცდილება, ხედვები და ა. შ.
რეალურად, თამარ ღვამიჩავა გასაღებია, რომელიც კლანის ხელში აღმოჩნდა და ნებისმიერ დროს კანონით დადგენილი კვორუმის შევსებას უზრუნველყოფს ხმის მისაცემით, მარტივი ჟესტიკულაციით - ხელის აწევით. ამიტომ საუბარი, მოსაზრების გამოხატვა ან კითხვების დასმა უბრალოდ საჭირო აღარ არის.
როდესაც ამ უკანასკნელ მიზეზზე დავიწყე ფიქრი, საინტერესო ჯაჭვური კავშირი შევნიშნე: მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და თამარ ღვამიჩავა. ქვემოთ დეტალურად ავხსნი რა კავშირია ამ მოსამართლეებსა და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არამოსამართლე მდუმარე წევრს შორის.
ყველა შემთხვევაში, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძე ინიშნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, მისი მოადგილე იყო/არის ირაკლი შენგელია.
პირველივე ჯერზე, როდესაც თამარ ღვამიჩავაზე ინფორმაციას ინტერნეტსივრცეში ვეძებდი, ბევრ სტატიას წავაწყდი სადაც ხაზგასმულია მის ნათესაურ კავშირებზე ირაკლი შენგელიასთან. შესაბამისად პასუხგაუცემელი კითხვები აღარ არსებობს.
ბოლოს კი, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც თამარ ღვამიჩავა (ირაკლი შენგელიასთან „საერთო წინაპრით“) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დაინიშნა, ირაკლი შენგელია ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო შემდეგ მოადგილედ დაინიშნა:
ამ გადაწყვეტილების მიღებაში თამარ ღვამიჩავაც ისე მონაწილეობდა, თითქოს „საერთო წინაპარი“ არც არსებობდა და თითქოს მას ამ გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესთა კონფლიქტი არც კი ჰქონია.
როგორც ჩანს თამარ ღვამიჩავას მისიაც ეს არის - დუმილი და ხმის მიცემა.
---
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.