30.09.2022

მოსამართლეების გადაყვანა ზემდგომ ინსტანციაში: კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა

2017-2021 წლების მონაცემები - რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნნენ სააპელაციო სასამართლოში კრიტერიუმებისა და შეფასების გარეშე.

პირველი ინსტანციის მოსამართლის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნის დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია ყველა შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღოს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების და მოსამართლის შეფასების საფუძველზე. 

სასამართლოს გუშაგმა შეისწავლა ეს საკითხი  და აღმოჩნდა, რომ ბოლო წლებში 30-ზე მეტი მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში კანონის გვერდის ავლით - სათანადო კრიტერიუმებისა და შეფასების გარეშე - დაინიშნა.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების ზემდგომ ინსტანციაში დანიშვნას ოფიციალურად დაწინაურებას არ უწოდებს (იხ. სტატია "რა განსხვავებაა მოსამართლის კონკურსის გარეშე სხვა სასამართლოში გადაყვანასა და დაწინაურებას შორის?"), როგორც ჩანს, მისთვის ასე უფრო მარტივია მოსამართლეების სააპელაციო სასამართლოში დანიშვნა.

"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის ცვლილებების შესახებ:

  • 2017 წლამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეეძლო მოსამართლის გადაყვანა ზემდგომ ინსტანციაში ისე, რომ კანონით არ არსებობდა კრიტერიუმების დადგენისა და  შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა;
  • 2017 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული გახდა, მოსამართლის ზემდგომ ინსტანციაში გადაყვანის გადაწყვეტილება მის მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და შეფასების შედეგად მიიღოს.

კანონში შესული ცვლილებების მიუხედავად, პირველი ინსტანციის მოსამართლეები შეფასების გარეშე ინიშნებიან ზემდგომ ინსტანციაში.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი ამ სტატიაში არ განიხილავს, იმსახურებდა თუ არა რომელიმე მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში გადაყვანას. ორგანიზაციის მიზანია წარმოაჩინოს, როგორ ეკიდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, როგორიცაა მოსამართლის ზემდგომ ინსტანციაში დანიშვნა (დაწინაურება) და რა მასშტაბები აქვს საბჭოს მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულების არასათანადოდ შესრულებას.

წარმოგიდგენთ მოსამართლეების სიას, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოში კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გვერდის ავლით დანიშნა.


2017-2018 წლები

ამ პერიოდში პირველი ინსტანციის სასამართლოს არცერთი მოსამართლე არ დანიშნულა სააპელაციო სასამართლოში, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე.


 2019 წელი

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს 19-ზე მეტი მოსამართლე დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში:

  1. ეკატერინე ყანჩელი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 2 დეკემბრიდან.
  2. ვლადიმერ კაკაბაძე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 15 ივლისიდან (2019 წლის დეკემბრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე).
  3. ლეილა მამულაშვილი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 15 ივლისიდან.
  4. ლევან მიქაბერიძე– „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 15 ივლისიდან (2019 წლის დეკემბრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე).
  5. ნანა დარასელია – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 15 ივლისიდან.
  6. ხვიჩა კიკილაშვილი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 15 ივლისიდან (2020 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი).
  7. ინდირა მაშანეიშვილი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 15 ივლისიდან.
  8. ლაშა თავართქილაძე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 18 სექტემბრიდან.
  9. ნანა ჭიჭილეიშვილი  „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 18 სექტემბრიდან.
  10. მაია გიგაური – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 18 სექტემბრიდან.
  11. გენადი მაკარიძე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 18 სექტემბრიდან (2021 წლის დეკემბრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე).
  12. მაკა გველესიანი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 18 სექტემბრიდან.
  13. მერაბ ჯორბენაძე  „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 18 სექტემბრიდან.
  14. ინგა კვაჭანტირაძე  „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 2 დეკემბრიდან.
  15. შორენა წიქარიძე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 2 დეკემბრიდან.
  16. ვასილ მშვენიერაძე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ, 2019 წლის 2 დეკემბრიდან (2020 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე).
  17. ნინო ჭალიძე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 16 დეკემბრიდან.
  18. ლაშა ქოჩიაშვილი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 23 დეკემბრიდან (2021 წლის ივლისიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე).
  19. თამარ ჭუნიაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2019 წლის 23 დეკემბრიდან.

 

2020 წელი

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს 5 მოსამართლე დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში:

  1. შორენა გუნცაძე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2020 წლის 23 მარტიდან.
  2. ირინა ზარქუა – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2020 წლის 23 მარტიდან.
  3. ნინო შარაძე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2020 წლის 1 ივლისიდან.
  4. ეკა ზარნაძე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2020 წლის 1 ივლისიდან.
  5. გიორგი ქაშაკაშვილი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2020 წლის 1 ივლისიდან.

 

2021 წელი

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს 6 მოსამართლე დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში:

  1. თამარ ოქროპირიძე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2021 წლის 1 ივლისიდან (2021 წლის დეკემბრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე).
  2. თეა ლეონიძე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2021 წლის 1 ივლისიდან.
  3. დავით მამისეიშვილი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2021 წლის 15 სექტემბრიდან.
  4. ლავრენტი მაღლაკელიძე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2021 წლის 17 აგვისტოდან.
  5. ეკატერინე კულულაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2021 წლის 17 აგვისტოდან.
  6. გოჩა ჯეირანაშვილი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ, 2021 წლის 17 აგვისტოდან.

2019- 2021 წლებში საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ერთვის დასაბუთება  ან თუნდაც რაიმე მითითება შეფასებასა თუ კრიტერიუმებზე.

2020 წლის 1 ივლისიდან მიღებულ გადაწყვეტილებების ტექსტი კი შედარებით მოცულობითია, რომელშიც აღწერილია ფორმალური საკითხები, პროცედურები და სამოსამართლო საქმიანობის ხანგრძლივობა, თუმცა მას დასაბუთებას ვერ ვუწოდებთ.


თუ კანონის მოთხოვნაა, რომ კონკურსის გარეშე სხვა სასამართლოში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის გადაყვანა უნდა მოხდეს დაწინაურების კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაშინ ისმის კითხვა, რის საფუძველზე და როგორ მოახერხა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მიეღო ამგვარი გადაწყვეტილებები?

კრიტერიუმებთან და შეფასებასთან დაკავშირებით გარკვეულ მითითებებს ვხვდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-131 მუხლში, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მინიმალურად ითვალისწინებს. 

მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი ინსტანციის მოსამართლის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს კანონის სრული დაცვით. 

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ფოტო: unsplash.com
ავტორი: მეგი შამათავა