20 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების: გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის საჯარო მოსმენა გაიმართა. გასაუბრებაში მონაწილეობა არ მიუღიათ როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. გასაუბრებების დაწყებამდე რატი იონათამიშვილმა წარადგინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შეესაბამებიან საქართველოს კონსტიტუციით და კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
იურიდიულ კომიტეტში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდა. კანდიდატებს შეკითხვები დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა. გასაუბრების დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამივე კანდიდატს: გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს მხარი დაუჭირა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის აღნიშნულ კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე, კენჭს უყრიან.
მიმდინარე წლის 30 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილის და გიზო უბილავას პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენას. თითოეული კანდიდატის წარდგენას საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინებასთან ერთად უგზავნის კადიდატის განაცხადს და თანდართულ დოკუმენტებს, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის შესახებ მოძიებულ მონაცემებს.
ვიდრე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყება პარლამენტი ამოწმების თითოეული კანდიდატის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ამ მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა. სამუშაო ჯგუფს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა ასეთია:
15 წევრი ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იქნება.
თითო-თითო წევრი სხვა ფრაქციის, პოლიტიკური ჯგუფების, პარლამენტის უფრაქციო წევრების მიერ წარდგენილი პირები იქნებიან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული დახმარების სამსახურის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას და ხელმძღვანელს განსაზღვრავს კომიტეტი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში კომიტეტის შეხედულებისამებრ შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ამდენად სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის ფორმირებას პარლამენტის კომიტეტი თავისი შეხედულებისამებრ ახდენს. მოცემულ შემთხვევაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების გარდა, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ იურიდიული დახმარების სამსახურის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელ პირებს მიანიჭა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 21 მაისის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო განკარგულება "საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შემდგომ ეტაპზე კანდიდატების გადასვლის შესახებ“, რომლის მიხედვით, პარლამენტისთვის კანდიდატთა წარდგენის მიზნით შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ:
- შონია ბადრი;
- ჯეირანაშვილმა გოჩა;
- უბილავა გიზო.
საბჭოს ვებგვერდზე აგრეთვე გამოვეყნდა ყველა კანდიდატის შეფასება და ამ შეფასებების დასაბუთებები.
3 აპრილს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება დანიშნული იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის 3 მონაწილესთან: ბადრი შონიას, სიმონ ჩხაიძეს და პაატა შავაძეს, რომელთაგან გასაუბრებაზე გამოცხადება ვერ მოახერხა მხოლოდ პაატა შავაძემ.
ბადრი შონიას გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 1 საათი და 13 წუთი გაგრძელდა. გასაუბრებას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღკესი საბჭოს წევრები ნინო ქადაგიძე, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე. გასაუბრებას მოგვიანებით შემოუერთა ქეთევან ცინცაძე. გასაუბრების ფარგლებში კანდიდატს დაუსვეს დაახლოებით 20 შეკითხვა რომელიც ძირითადად პროფესიულ ცოდნას ეხებოდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებით.
კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს:
1. ლევან მიქაბერიძემ - 5 შეკითხვა;
2. გიორგი გზობავამ - 2 შეკითხვა;
3. თემურ გოგოხიამ - 1 შეკითხვა;
4. ლევან მურუსიძემ - 4 შეკითხვა;
5. დიმიტრი გვრიტიშვილმა - 1 შეკითხვა;
6.გოგა კიკილაშვილმა - 2 შეკითხვა;
7. თამარ ღვამიჩავამ - 2 შეკითხვა;
8. ტრისტან ბენაშვილმა - 2 შეკითხვა;
9. ნიკოლოზ მარსაგაშვილმა - 2 შეკითხვა.
სიმონ ჩხაიძის გასაუბრება გაგრძელდა 1 საათი და 40 წუთი. გასაუბრებას არ ესწრებოდნენ საბჭოს წევრები ნინო ქადაგიძე, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე. საბჭოს წევრებმა კანდიდატს სულ დაახლოებით დაუსვეს 25 შეკითხვა, რომლებიც უკავშირდებოდა პროფესიულ ცოდნასა და სამოსამართლო გამოცდილებას.
კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს:
1. დიმიტრი გვრიტიშვილმა - 4შეკითხვა;
2. გოგა კიკილაშვილმა - 2 შეკითხვა;
3. გიორგი გზობავამ - 2 შეკითხვა;
4. ლევან მიქაბერიძემ - 6 შეკითხვა;
5. თამარ ღვამიჩავამ - 1 შეკითხვა;
6. ზურაბ გურასპაშვილმა - 2 შეკითხვა;
7. ქეთევან ცინცაძემ - 4 შეკითხვა;
8. ტრისტან ბენაშვილმა - 3 შეკითხვა.
2 აპრილს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება დანიშნული იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის 3 მონაწილესთან: მერაბ ლომიძეს, პაატა სილაგაძესა და გიზო უბილავასთან.
ერთერთი კანდიდატი - მერაბ ლომიძე დანიშნულ დროს გასაუბრებაზე არ გამოცხადდა, რის გამოც გასაუბრება თითქმის 2 საათის დაგვიანებით - 12:54 სთ-ზე დაიწყო. კანდიდატებთან გასაუბრებას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი: ლევან თევზაძე და ვასილ მშვენიერაძე.
პაატა სილაგაძესთან გასაუბრება ერთი საათი და 5 წუთი გაგრძელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს დაახლოებით 13 შეკითხვა დაუსვეს. საბჭოს წევრები ძირითადად ინტერესდებოდნენ კანდიდატის სუბიექტური დამოკიდებულებით ამა თუ იმ სამართლებრივი ინსტიტუტის მიმართ, კერძოდ რას ფიქრობს იგი კონკრეტულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით და როგორია მისი გამოცდილება ამ კუთხით (მაგ. როგორია მისი სამოსამართლო პრაქტიკა ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით? ინკვიზიციური პროცესი უფრო მისაღებია მისთვის თუ შეჯიბრებითი? და სხვ.)
კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს:
გიზო უბილავასთან გასაუბრება ერთი საათი და 10 წუთი გაგრძელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს 20 შეკითხვა დაუსვეს, მათგან ერთი დამაზუსტებელი. შეკითხვების ძირითადი ნაწილი ეხებოდა სისხლის სამართლის თეორიულ საკითხებს.
კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს:
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება გრძელდება, 1 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ლიანა კაჟაშვილს, ალექსანდრე კობაიძეს და ეკატერინე კულულაშვილს გაესაუბრნენ.
კანდიდატებთან გასაუბრებას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და მოსამართლე წევრები ლევან თევზაძე. ლიანა კაჟაშვილთან გასაუბრებას 40 წუთის შემდეგ შემოუერთდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა.
ლიანა კაჟაშვილთან გასაუბრება 1 საათი და 3 წუთი გაგრძელდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს დაახლოებით 40 შეკითხვა დაუსვეს, აქედან დაახლოებით ნახევარი დამაზუსტებელი ან/და შემხვედრი შეკითხვა იყო:
ალექსანდრე კობაიძესთან გასაუბრება 1 საათი და 50 წუთი გაგრძელდა, კანდიდატთან გასაუბრებას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და მოსამართლე წევრები ლევან თევზაძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს 80-მდე შეკითხვა დაუსვეს:
ეკატერინე კულულაშვილთან გასაუბრება 1 საათი და 3 წუთი გაგრძელდა, კანდიდატთან გასაუბრებას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და მოსამართლე წევრები ლევან თევზაძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს დაახლოებით 20 კითხვა დაუსვეს:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლ
თუ გსურთ უფრო ფართო ინფორმაცია მიიღოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ, გაეცანით ჩვენს სტატიას: 'საქართველოს უზენაესი სასამართლო - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ.