სასამართლო სისტემაში დასაქმებულთა პრემია-დანამატები

12.02.2024

2014-2023 წლებში სასამართლო სისტემაში (უზენაესი სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი) დასაქმებულ პირთა პრემიებზე 30, 648, 633 ლარი დაიხარჯა, ხოლო დანამატებზე - 117, 374, 298 ლარი. გრაფიკებზე წარმოდგენილია, თითქმის 10 წლის განმავლობაში, როგორ იცვლებოდა სისტემაში დასაქმებულ პირებზე გაცემული პრემია-დანამატების მაჩვენებლები.

სტატისტიკა:

გარდა ამისა, ყურადღებას იქცევს შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა, რომელიც სასამართლო სისტემაში ბოლო წლებში გაიზარდა, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. თუ 2017 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო 9, 2023 წელს ამ რიცხვმა 65-ს მიაღწია. 

დეტალური მონაცემები გთხოვთ, იხილოთ თანდართული ცხრილის სახით:

ავტორი: სალომე კვირიკაშვილი