იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აღარ უშვებენ 2024 წლის 2 ივლისიდან. სწორედ ამიტომ, უმაღლესი საბჭოს სხდომებით ვერ ხერხდება მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება. მიუხედავად შეზღუდვებისა, სასამართლოს გუშაგი მაინც ცდილობს, ნებისმიერი კანონიერი საშუალებით, შეძლოს სხდომების და, შესაბამისად, საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი. ასეთი მცდელობები ხშირად სრულდება იმით, რომ მცირე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, თუმცა იშვიათად, საბჭოს ფოიეში განთავსებული მონიტორიდან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა, თუმცა, დაახლოებით, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო და, დაახლოებით, 5 წუთს გაგრძელდა.
სასამართლო გუშაგის წარმომადგენელს არ მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა სხდომას. დამკვირვებელი შენობაშიც არ შეუშვეს მანამ, სანამ სხდომა არ დაიწყო. ტექნიკურმა სამსახურმა მოსაცდელ ოთახში ვერ შეძლო ეკრანის გამართვა, რის გამოც ორგანიზაციის წარმომადგენელმა საბჭოს მიერ განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია საერთოდ ვერ მიიღო.
უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო:
2024 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეცვლილი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ღია უნდა იყოს, სასამართლოს გუშაგის დამკვირვებელი კვლავ არ შეუშვეს.
სხდომა დაინიშნა 14:00 საათზე, თუმცა დაიწყო 15:25-ზე. ორგანიზაციის წარმომადგენელი სხდომის დაწყებას შენობის გარეთ 1 საათი და 26 წუთი ელოდებოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 18 წუთს გაგრძელდა. სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ასევე, უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები - ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე.
საბჭოს სხდომის დღის წესრიგი:
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დაინიშნა 2024 წლის 24 ოქტომბერსაც, დღის 14:00 საათზე, თუმცა სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელს ადგილზე განუმარტეს, რომ სხდომა გადაიდო რამდენიმე საათით, თუმცა არ იყო დაზუსტებული ინფორმაცია, ზუსტად როდის დაიწყებოდა სხდომა, რის გამოც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვერ მოახერხა სხდომის მონიტორინგი, თუნდაც საბჭოს მოსაცდელ სივრცეში განთავსებული ეკრანიდან.
ამავე დღეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვებგვერდზე “Ipsos France“-ის კვლევის შედეგები, რომლითაც ამტკიცებენ, რომ „ერთი მხრივ, საქართველო, რესპონდენტთა მიერ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დადებითად შეფასების თვალსაზრისით, განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოთა რიგებშიც კი მოიაზრება; მეორე მხრივ, 2018 წლის ანალოგიური კვლევის შედეგებთან შედარებით, ცალსახად დასტურდება 2018-2024 წლებში განხორციელებული რეფორმებით მიღწეული პროგრესული მაჩვენებელი.“
ამ კვლევაში ყველაზე საინტერესო კვლევის ჩატარების პერიოდია. უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა მასშტაბური კვლევა, „Ipsos France“-ისა და პროფესორ იან ვან დაიკის მიერ, 2024 წლის ივლის-აგვისტოს პერიოდში მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების აღქმებზე. სწორედ ამ პერიოდიდან გახდა უმაღლესი საბჭო უფრო ჩაკეტილი და დახურა კარი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ასევე, არ გასცემს საჯარო ინფორმაციებს და არ აქვეყნებს გადაწყვეტილებებს ოფიციალურ ვებგვერდზე.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.