იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის იანვარი-ივლისის სხდომები

29.10.2024

2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 20 სხდომა გაიმართა. 6 თვის განმავლობაში (იანვარი - ივნისის ჩათვლით) სხდომები, ჯამში, 16 საათისა და 16 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 53-დან 33 საკითხი განიხილეს. საერთო ჯამში განხილვას 5 საათი და 37 წუთი მოანდომეს, რაც იმას ნიშნავს, რომ

1 საკითხის განხილვას საშუალოდ 10 წუთს უთმობდნენ. 


 


დანიშნული სხდომების რაოდენობა 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 52-ია, მათგან მხოლოდ 20 სხდომა ჩატარდა, ხოლო 32 სხდომა გადაიდო. გადადებული სხდომების უმრავლესობა (15 გადადებული სხდომა) ივლისშია.

რამდენი საათით დაგვიანდა სხდომის დაწყება 

საინტერესო საკითხია სხდომების დაწყების დაგვიანების მაჩვენებლის თანაფარდობა სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის დათმობილ დროსთან, მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სხდომის დაგვიანების მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ მეტია იმ დროსთან შედარებით, რაც დაეთმო საკითხების განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას. 



 

საერთო მონაცემები განსახილველი და განხილული საკითხების შესახებ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების რაოდენობა 24%-ით მცირეა გადადებული საკითხების რაოდენობასთან შედარებით.



 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ სხდომის გაცდენის მაჩვენებელი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე 2024 წლის იანვარი-ივლისის საანგარიშო პერიოდშიც პირველია საბჭოს სხდომების გაცდენების მაჩვენებლით, ისე როგორც ეს იყო სასამართლოს გუშაგის მიერ მომზადებული სტატისტიკაში, რომელიც 2023 წლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს შეეხება.


 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის სხდომების მონიტორინგის შედეგები დეტალურად:

მასალა მომზადდა საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების რეგულარული მონიტორინგის საფუძველზე.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა