ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე - ფილმის ჩვენება

10.12.2022
10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს გუშაგის ოფისში მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგის პროექტის მონაწილეებისთვის ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა. 

ფილმი ““ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი"“ დეტალურად მოგვითხრობს ამბავს ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო შვიდი დემონსტრანტის რეალური სასამართლო პროცესის შესახებ, რომლებსაც ბრალი ედებათ შეთქმულებაში და არეულობების წაქეზებაში, ჩიკაგოში 1968 წლის დემოკრატიული ეროვნული კონვენციის დროს. 

ფილმის ჩვენების შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მოხალისეებმა ქართული სასამართლო პროცესების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.