სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა ერთნაირად მძაფრად დგას როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია სასამართლოს გუშაგის რესპონდენტის, გიორგი ფიფიას საქმე. ის გვიყვება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკატერინე ელიაძის გადაწყვეტილება, თუმცა თითქმის მესამე წელი გავიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან და თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჯერ პირველი სხდომაც კი არ დანიშნულა.
ინფორმაციისთვის, პირველ ინსტანციაში დავა 2022 წლის ივნისში დასრულდა, ხოლო სააპელაციო სარჩელი წარმოებაში მიღებულ იქნა 2023 წლის დასაწყისში.
გიორგი ფიფიას ვთხოვეთ, მოკლედ აღეწერა, თუ რატომ მიიჩნევდა, რომ მისი საქმის განხილვა გაჭიანურდა. პასუხი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შინაარსს უკავშირდებოდა.
- პირველ ინსტანციას იმდენად აბსურდული და მიკერძოებული გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი, ალბათ უჭირს მისი გამართლება.
რაც შეეხება განსახილველ საქმეს და სხვა სახის ინფორმაციას, გიორგი ფიფია ამბობს, რომ საქმე სამოქალაქო სამართლის კატეგორიის იყო და საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას სისტემისადმი ნდობა სჭირდება, რაც, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ აქვს.
- უსაფუძვლო გამდიდრებას.
- არ მიმართავს, რადგან ერთხელ მივმართე სხვა საქმეზე და ისეთი პასუხი მივიღე, ნდობა სრულად მაქვს დაკარგული მის მიმართ.
-კი, მრავალჯერ. პასუხია: "შემადგენლობა არ გვყავს".
სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურება პრობლემურია არა მხოლოდ ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, არამედ ფინანსური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც კი. შესაბამისად, სასამართლოს გუშაგი ამ საკითხითაც დაინტერესდა.
- 2023 წლის სექტემბერში მოხდა ჩემი გამოსახლება ერთადერთი საცხოვრებელი ბინიდან. დროულად და სამართლიანად რომ განხილულიყო ეს საქმე, შემეძლო ამ უბედურების და იმ სტრესის თავიდან აცილება, რაც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. საბოლოოდ, ამას ჩემი ოჯახი შეეწირა. ეს საქმე არის მცირე ნაწილი იმ უკანონობისა, რაც ჩემს თავს ხდება.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.