იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილების თანახმად, რომელიც საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს, საქართველოში 440 მოსამართლე უნდა იყოს, თუმცა დღეისათვის 332 მოქმედი მოსამართლეა. მოსამართლეთა შეუვსებელი ვაკანსიები წლებია, სასამართლო სისტემისთვის გადაუჭრელი პრობლემაა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა აუცილებელია სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფისა და სასამართლო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებსა და საერთო სასამართლოების ვებგვერდზე დაყრდნობით, „საქართველოს სასამართლო გუშაგმა“ შეაგროვა თითოეულ სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაცია, რომელიც დამუშავებული სახით წარმოდგენილია გრაფიკზე:
ინფორმაცია მოსამართლეების მიხედვით: