სასამართლოს გუშაგმა გორში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

30.05.2023

2023 წლის 30 მაისს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა გორში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადვოკატებთან სასამართლო სისტემის შესახებ დისკუსია გამართა.

ღონისძიება სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა გახსნა, მან არა მხოლოდ პროექტის "საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის" შესახებ გააცნო მონაწილეებს ინფორმაცია, არამედ დეტალურად განიხილა ის ინდიკატორები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს სასამართლოს გუშაგი აფასებს სასამართლო სისტემის ეფექტიანობას, რომლის შედეგებიც საზოგადოებისათვის უახლოეს მომავალში იქნება საჯარო.

შეხვედრაზე მეგი შამათავამ სასამართლოების მონიტორინგთან და სასამართლო სისტემაში არსებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით მიმოიხილა, ხოლო ქეთი გაჩეჩილაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლზე ისაუბრა.

მონაწილეებმა ორგანიზაციას თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვეს, მათ შორის გარკვეული საკითხების ადვოკატირების მიზნით.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში ატარებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიის, სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.