იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები - 2024 წლის ნოემბერში

03.12.2024
2024 წლის ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 სხდომა ჩატარდა.

5 ნოემბერი, 2024

5 ნოემბერს დანიშნული სხდომა გადაიდო, თუმცა სხდომის გადადების შესახებ ინფორმაცია, არც ცხელ ხაზზე და არც უშალოდ საბჭოში, არავის დაუდასტურებია. სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მივიდა სხდომაზე დასწრების მიზნით, რომელსაც შენობის კართან, დაახლოებით, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ სხდომა გადაიდო. 

11 ნოემბერი, 2024 წელი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დაინიშნა 17:00 საათზე, დაიწყო 18:13 საათზე და დასრულდა 2 წუთში. 

სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის - საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.

საბჭოს შენობაში, მოსაცდელ სივრცეში განთავსებულ ეკრანზე სხდომის ტრანსლირება დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელმა რამდენიმე საკითხის შესახებ ინფორმაცია საერთოდ ვერ მიიღო. 

დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო:

  1. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ; 
  2. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  3. საორგანიზაციო საკითხები.

საორგანიზაციო საკითხის ფარგლებში, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეთათვის დანამატის გაცემის შესახებ. კერძოდ, 2024 წლის ნოემბრის თვეში პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებისთვის, მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, განისაზღვრა დანამატი თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით. 

15 ნოემბერი, 2024

გუშაგის დამკვირვებელი 1 საათის განმავლობაში იცდიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის გარეთ, რადგან შენობაში შესვლის შესაძლებლობა კვლავ არ მიეცა. ამ დროის განმავლობაში სხდომა არ დაწყებულა. ზუსტად რომელ საათზე დაიწყო სხდომა და რა განიხილეს, დამკვირვებლისთვის უცნობი დარჩა.

სხდომის დღის წესრიგით განსახილველი საკითხები იყო:

  1. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  2. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  3. საორგანიზაციო საკითხები

18 ნოემბერი, 2024

18 ნოემბერს დანიშნული სხდომა გადაიდო.

თავდაპირველად სხდომა 15:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა საბჭოში მისვლის შემდეგ სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელმა გაარკვია, რომ სხდომის დაწყება 17:30 საათამდე გადაიდო. ორგანიზაციის იურისტი კვლავ მივიდა დანიშნულ დროს, თუმცა, დაახლოებით, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ უთხრეს, რომ სხდომა კვლავ გადაიდო.

25 ნოემბერი, 2024 წელი 

გუშაგის წარმომადგენელი, დაახლოებით, 1 საათი ელოდებოდა სხდომის დაწყებას, თუმცა ჩატარდებოდა თუ არა სხდომა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, ასევე, არც საბჭოს ცხელი ხაზზე პასუხობდნენ ზარებს. ამ დღეს საბჭოს სხდომა ჩატარდა, თუმცა ზუსტად როდის დაიწყეს და რა საკითხები განიხილეს, უცნობია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო:

  1. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  2. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  3. საორგანიზაციო საკითხები.

27 ნოემბერი, 2024

27 ნოემბერს დანიშნული სხდომა გადაიდო. თავდაპირველად სხდომა სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელი მივიდა დანიშნულ დროს, თუმცა დაახლოებით ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ სხდომა გადაიდო.

29 ნოემბერი, 2024

29 ნოემბერს დანიშნული სხდომა გადაიდო.

სხდომაზე სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელი დანიშნულ დროს მივიდა, თუმცა, დაახლოებით, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეიტყო, რომ სხდომა გადაიდო.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო:

  1. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  2. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  3. საორგანიზაციო საკითხები.

ამავე დღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის 1/119 განკარგულებით, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირები კანდიდატებად დარეგისტრირდნენ.

რეგისტრირებულ კანდიდატთა სია:

1. აკობიძე დავით
2. ბერიკაშვილი ხატია
3. გალუსტაშვილი ნინო
4. გარაშვილი გიორგი
5. გარშაულიშვილი მზია
6. გელოვანი ჯემალ
7. გილაური-ჯავახიშვილი სოფიკო
8. ვარაზაშვილი ნიკოლოზ
9. კაპანაძე გიორგი
10. კარელიძე დავით
11. კახნიაშვილი ეკატერინე
12. კვერღელიძე სალომე
13. კირიაკიდი ქეთევან
14. კობიაშვილი თეონა
15. კურცხალია ქეთევან
16. მახარობლიძე თამარ
17. მელქაძე მეია
18. მეტრეველი ვიქტორ
19. ნაჭყებია ჯვებე
20. ოზიაშვილი მარიამ
21. სტურუა ქეთევანი
22. ტაბიძე ლევან
23. ფომაევა მარიანა
24. შვანგირაძე ირაკლი
25. შოშიაშვილი მაია
26. ჩანტლაძე რატი
27. ჭაბუკიანი ნინო
28. ჯინჯოლია დემეტრე

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 29 ნოემბერს 10:00 საათზე დანიშნა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი