28.10.2022

მოსამართლეთა პედაგოგიური საქმიანობის მასშტაბები

მოსამართლეს უფლება აქვს ეწეოდეს პედაგოგიურ, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობას, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას.

მოსამართლის პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობა მნიშვნელოვანია როგორც ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით, ასევე მოსამართლის პროფესიული განვითარებისთვის.  მართალია კანონი მოსამართლეს პედაგოგიური საქმიანობის უფლებას ანიჭებს, თუმცა მთლიანად მის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, როგორ დააბალანსებს სამოსამართლო და პედაგოგიურ საქმიანობას ისე, რომ არ შეფერხდეს საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვა.

საინტერესოა რამდენად არიან დაკავებულები მოსამართლეები პედაგოგიური საქმიანობით? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შევისწავლეთ უზენაესის, სააპელაციოს და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაციების ის ნაწილი, რომელშიც პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ უთითებენ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი:

  • „ევროპის დროით“, კონსულტანტი 15.10.2021-დან – 15.12.2021-მდე პერიოდში, ანაზღაურება – 600 GEL;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი. 15.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში, ანაზღაურება – 2304 GEL;
  • „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“, კონსულტანტი 20.10.2021-დან – 24.12.2021-მდე პერიოდში, ანაზღაურება – 1265,65 GEL, წიგნის „იურიდიული ეთიკა“ თანაავტორის ჰონორარი;
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ტრენერი 16.10.2021-დან – 17.10.2021-მდე პერიოდში, ანაზღაურება –1600 GEL;
  • „ევროპის დროით“, კონსულტანტი 05.04.2021-დან – 20.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 4200 GEL;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ტრენერი 18.07.2021-დან – 19.07.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 280 GEL;
  • სს „კრედო ბანკი“, ტრენერი 26.03.2021-დან – 11.04.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 4000 GEL;
  • სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, რედაქტორი. 17.12.2021-დან – 25.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 400 GEL;
  • შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი. 05.02.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 4900 GEL;
  • შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი. 20.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 864 GEL;
  • შპს „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი. 15.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2368,08 GEL;
  • შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი. 20.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1188 GEL.

 

მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი:

  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი. 01.09.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 389 GEL;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 5832,8 GEL;
  • სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ექსპერტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 990 GEL;
  • შპს გამომცემლობა „მერიდიანი“, წიგნის ავტორი. 01.02.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 250 GEL;
  • შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 490 GEL;
  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრი“, ექსპერტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2640 GEL;
  • შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“, პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 19240 GEL;
  • შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“, პროფესორი. 01.01.2021-დან – 01.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1350 GEL, წიგნის დაბეჭდვისათვის გამოყოფილი თანხა;
  • შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“, სპეციალისტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 7448 GEL.

 

მოსამართლე მაია ვაჩაძე:

  • სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1582,68 GEL;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 660 GEL;
  • შპს „სამართლებრივი განვითარების ინსტიტუტი“, მიწვეული ლექტორი, 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1000 GEL;
  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრი“, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 480 GEL.

 

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი. 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 13920 GEL;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მიწვეული პედაგოგი. 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 820 GEL;
  • შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“, პროფესორი. 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 16000 GEL;
  • შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“, პროფესორი. 01.01.2020-დან –   31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 48000 GEL;
  • შპს „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“, მიწვეული პროფესორი. 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 16500 GEL;
  • შპს „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი“, დოქტორანტის ხელმძღვანელი. 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 400 GEL;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი. 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 7745 GEL.

 

მოსამართლე ნინო ბაქაქური:

  • გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა, ტრენერი. 15.10.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 7500 GEL;
  • „ევროპის დროით“, მკვლევარი. 01.05.2020-დან – 30.11.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 3200 GEL;
  • სამართლის და მართლმსაჯულების სკოლა, ტრენერი. 01.02.2020-დან –   29.02.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 700 GEL;
  • შპს „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“, ლექტორი. 01.10.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2994 GEL;
  • საქართველოს სამართლის ინსტიტუტი, ტრენერი. 08.10.2020-დან – 23.12.2020 -მდე  პერიოდში ანაზღაურება – 1064,12 GEL.

 

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე:

  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 3319,51 GEL;
  • სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021 -მდე პერიოდში ანაზღაურება – 1230,61 GEL;
  • შპს „ალტე“ უნივერსიტეტი, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1417,67 GEL.

 

მოსამართლე მირანდა ერემაძე:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2304 GEL.

 

მოსამართლე ქეთევან ცინცაძე:

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ლექტორი. 01.01.2021-დან - 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 4172,76 GEL;
  • ევროპის საბჭო, პროგრამა Help – დისტანციური სწავლების პროგრამა, ტრენერი (ტუტორი). 27.10.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 400 EUR.

 

მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 13920 GEL;
  • შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“, პედაგოგი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2341,8 GEL.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე:

  • შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1738,65 GEL.

 

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე:

  • შპს „სამართლებრივი განვითარების ინსტიტუტი“, ექსპერტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021 -მდე პერიოდში ანაზღაურება – 1025,51 GEL.

 

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1833,12 GEL;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2514,51 GEL;
  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 6914,4 GEL.

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 11770,56 GEL;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ტრენერი.  01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე  პერიოდში ანაზღაურება – 3469,26 GEL;
  • „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტი, სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობა. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1221,07 GEL;
  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრი“, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 964,8 GEL.

 

მოსამართლე ნინო სანდოძე:

  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრი“, ტრენერი. 01.10.2021-დან – 30.11.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2160 GEL;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მასწავლებელი. 01.01.2021-დან – 31.01.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 180 GEL.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე:

  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ტრენერი 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1487,4 GEL;
  • შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“, მოწვეული ლექტორი. 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 603 GEL;
  • ევროპის საბჭო, ექსპერტი. 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში, ანაზღაურება – 1000 EUR.

 

მოსამართლე პაატა სილაგაძე:

  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 691,44 GEL.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე:

  • შპს „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“, ასოცირებული პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 3969,75 GEL;
  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, სრული პროფესორი. 01.03.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 4198,32 GEL;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 11770,56 GEL + 593,76 GEL.

 

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი:

  • სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 888 GEL.

 

მოსამართლე ეკა ზარნაძე:

  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1973,82 GEL;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 3907,44 GEL;
  • „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტი, პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2510,46 GEL;
  • შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“, ასოცირებული პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 19231,53 GEL.

 

მოსამართლე მაია გიგაური:

  • შპს „ევროპის უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი. 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 4676,26 GEL.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე:

  • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, მიწვეული სპეციალისტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 909 GEL + 260 GEL;
  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, მიწვეული სპეციალისტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2024 GEL.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი:

  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ექსპერტი. 24.05.2021-დან – 01.06.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 592 GEL.

 

მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე:

  • შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“, მიწვეული სპეციალისტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1710 GEL.

 

მოსამართლე თამარ ალანია:

  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 6910,38 GEL;
  • შპს „განათლების ევროპული ცენტრი“, მიწვეული ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე;
  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრი“, მიწვეული ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2170,8 GEL;
  • ევროპის საბჭოს HELP პროგრამის ტრენერი. 01.06.2021-დან – 01.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2500 EUR.

 

მოსამართლე ლევან გვარამია:

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1073,34 GEL.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 28242,57 GEL + 650,1 GEL.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი:

  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, მასწავლებელი. 01.03.2021-დან – 31.03.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2090,4 GEL;
  • შპს „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“, პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 32610,24 GEL;
  • ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტ, ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ტრენერი. 01.04.2021-დან – 31.08.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1980,86 GEL;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მასწავლებელი. 04.04.2021-დან – 29.06.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 924,6 GEL;
  • „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტი, ექსპერტი. 01.02.2021-დან – 28.02.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1245,99 GEL;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ტრენერი. 01.09.2021-დან – 30.11.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 726,42 GEL;
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ტრენერი. 01.09.2021-დან – 30.09.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1576,48 GEL;
  • საქართველოს სამართლის ინსტიტუტი, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.07.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2049,41 GEL;
  • სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, ტრენერი. 02.03.2021-დან – 30.06.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1600,32 GEL;
  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრი“, ტრენერი. 01.06.2021-დან – 30.09.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 964,8 GEL;
  • UNDP განვითარების პროგრამა, ტრენერი. 01.10.2021-დან – 30.11.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1556,5 GEL.

 

მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 9600 GEL + 593,76 GEL;
  • იურიდიული განათლების ფონდი, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 120 GEL;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 9404 GEL;
  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1120 GEL;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 6436,8 GEL;
  • შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 940,8 GEL;
  • შპს „სამართლებრივი განვითარების ინსტიტუტი“, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1025,51 GEL;
  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრი“, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2400 GEL;
  • შპს „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი“, პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 26779 GEL.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 6240 GEL;
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1140 GEL.

 

მოსამართლე ილონა თოდუა:

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 9288 GEL;
  • შპს „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 912 GEL;
  • შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1036,8 GEL, ხელფასის სახით 2021 წელს ხელზე აღებული აქვს, სულ, 4460,80 ლარი;
  • შპს „სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი“, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 520 GEL.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე:

  • შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 8120,4 GEL;
  • ჯიპა – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1899,45 GEL;
  • შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 14024,88 GEL.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1941,66 GEL.

 

მოსამართლე მარიამ ცისკაძე:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2160 GEL;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1176 GEL;
  • შპს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ – სეუ, ლექტორი.  01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 4650 GEL;
  • შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“, ასოცირებული პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 28799,94 GEL.

 

მოსამართლე თამარ ონიანი:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი 01.01.2019-დან – 31.12.2019-მდე პერიოდში ანაზღაურება – 3104,64 GEL;
  • სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ტრენერი. 01.01.2019-დან – 31.12.2019-მდე პერიოდში ანაზღაურება – 784 GEL;
  • Deutsche Stiftung Fuer Internationale Rechtliche Zusamme, ტრენერი. 01.01.2019-დან – 31.12.2019-მდე პერიოდში ანაზღაურება – 300 EUR.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი:

  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, ტრენერი. 06.03.2021-დან – 07.03.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1025,51 GEL;
  • საქართველოს პროფესიული კონსულტირების ასოციაცია, ტრენერი. 01.04.2021-დან – 20.04.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1015,45 GEL;
  • საქართველოს პროფესიული კონსულტირების ასოციაცია, ტრენერი. 25.05.2021-დან – 31.05.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 490 GEL.

 

მოსამართლე ნანა დარასელია:

  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრი“, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1085,4 GEL.

 

მოსამართლე გიორგი ტყავაძე:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 01.03.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 225 GEL;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მასწავლებელი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 6560,64 GEL.

 

მოსამართლე – შოთა გეწაძე:

  • ევროპის საბჭო, ექსპერტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2670 EUR;
  • ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტი, ექსპერტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 230 EUR;
  • მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, ექსპერტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 4184,76 GEL;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ექსპერტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1182,35 GEL;
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ექსპერტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 512,76 GEL;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მასწავლებელი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1045,2 GEL;
  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ექსპერტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 562,8 GEL;
  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრი“, ტრენერი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 4703,4 GEL.

 

მოსამართლე ლეილა მამულაშვილი:

  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ტრენერი. 11.06.2021-დან – 13.06.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 480 GEL, ხელფასი.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 

მოსამართლე ირმა პერანიძე:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1440 GEL.

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი:

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი. 15.09.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1116 GEL.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 3168 GEL;
  • სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ექსპერტი. 23.02.2021-დან – 30.06.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1563,24 GEL.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2653,2 GEL;
  • შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 4180,8 GEL.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1664,28 GEL.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1013,04 GEL;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 747,8 GEL;
  • შპს „ალტე“ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1407,41 GEL;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა მოწვეული ლექტორი 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 502,5 GEL;
  • შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ ასისტენტ პროფესორი. 01.01.2021-დან 31.12.2021-მდე პერიოდში, ანაზღაურება – 553,16 GEL, ბუღალტრის ინფორმაციით, შემოსავალი შეადგენს 2700,68 ლარს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი:

  • სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პედაგოგი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1823,99 GEL.

 

მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილი:

  • თბილისის სააპელაციო სასამართლო, სამართლებრივი უზრუნველყოფის კონსულტანტი (შრომითი ხელშეკრულებით). 15.02.2021-დან – 18.06.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 7236 GEL.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე:

  • სს „ლიბერთი ბანკის“ საკრედიტო ექსპერტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 17691,91 GEL.

 

მოსამართლე სალომე სამხარაძე:

  • თბილისის საქალაქო სასამართლო კონსულტანტი. 01.01.2021-დან – 28.02.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2412 GEL.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე:

შპს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ (სეუ) მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 9504 GEL.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი:

  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, მიწვეული ლექტორი. 04.10.2021-დან – 14.10.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1280 GEL.

 

მოსამართლე დალი აბჟანდაძე:

  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრის“ მასწავლებელი. 05.07.2021-დან – 05.07.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 482,4 GEL.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე:

  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული მასწავლებელი. 01.01.2021-დან – 31.03.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 512 GEL.

 

მოსამართლე ზაალი მარუაშვილი:

  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მასწავლებელი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2852 GEL.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 8490,24 GEL;
  • იურიდიული განათლების ფონდი, ტრენერი (29.03.2021), ანაზღაურება – 123,06 GEL;
  • შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი 05.05.2021-დან – 05.05.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 100,5 GEL;
  • შპს „საქართველოს უნივერსიტეტი,“ მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 11781,88 GEL;
  • შპს „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“, ასოცირებული, აფილირებული პროფესორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 10250,98 GEL.

 

მოსამართლე თამარ ხაჟომია:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 723,6 GEL;
  • შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი 01.01.2020 30.06.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1398,98 GEL;
  • ჯიპა – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიწვეული ლექტორი 01.01.2020 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 5830 GEL;
  • სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, ტრენერი 30.04.2020 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1372,68 GEL – პირველი ეტაპი და 379,96 GEL –_მეორე ეტაპი.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი:

  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრი“, მიწვეული სპეციალისტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1085,4 GEL;
  • შპს „საქართველოს უნივერსიტეტი“, მიწვეული სპეციალისტი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 3994,83 GEL.

 

მოსამართლე ლელა ცანავა:

  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. 01.12.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2752 GEL.

 

მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი:

  • სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, ადვოკატი. 01.01.2021-დან – 17.06.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 9304,47 GEL.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე:

  • „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი 01.12.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2304 GEL;
  • შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი 01.12.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1200 GEL;
  • შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, ასოცირებული პროფესორი 01.12.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 5141 GEL.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი:

  • შპს „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 6272 GEL.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი:

  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 964,8 GEL;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი 01.01.2020-დან – 31.12.2020-მდე პერიოდში ანაზღაურება – 14472 GEL.

 

მოსამართლე ნათია შიოშვილი:

  • შპს „სამართლისა და მართლმსაჯულების ტრენინგცენტრი“, ტრენერი. 26.06.2021-დან – 26.06.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 480 GEL.

 

მოსამართლე_სოსო ღურწკაია:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 6946,56 GEL.

 

მოსამართლე უჩა თოდუა:

  • შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, მიწვეული ლექტორი. 08.06.2021-დან – 08.06.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 309,54 GEL;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2882,34 GEL;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 4582,8 GEL;
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის მიმართულების კოორდინატორი (01.01.2021-დან – 2021 წლის 18 ივნისამდე).

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი:

  • ილიას სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე  პერიოდში ანაზღაურება – 3360 GEL;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 864 GEL.

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე:

  • შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ მიწვეული მასწავლებელი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2094,42 GEL.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე:

  • შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 2280 GEL.

 

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი:

  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. 01.10.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 1927,11 GEL;
  • შპს „კავკასიის უნივერსიტეტის“ მიწვეული ლექტორი. 01.09.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 678,39 GEL.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს არ აქვთ პედაგოგიური ან სამეცნიერო საქმიანობა. 

 


რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მამია ფხაკაძე:

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. 01.01.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 705,6 GEL.

 

მოსამართლე ნინო ონიანი:

  • შპს „დამწყებ ადვოკატთა სკოლა“, ტრენერი. 01.09.2021-დან – 10.12.2021 სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 01.11.2021-დან – 31.12.2021-მდე პერიოდში ანაზღაურება – 400 GEL.

 

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ფართოა იმ მოსამართლეთა სია, რომლებიც სამოსამართლო საქმიანობასთან ერთად პედაგოგიურ  საქმიანობასაც ეწევიან. ამ უკანასკნელში, თავისთავად, არაფერია უარყოფითი, თუმცა მოსამართლეთა მიერ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სასამართლოთა პერმანენტული  გადატვირთულობა.

მოსამართლეთა პედაგოგიური საქმიანობა რამდენიმე წლის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფოკუსში მოექცა. 2017 წლის 24 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოსცა რეკომენდაცია მოსამართლის მიერ პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. დოკუმენტში ვკითხულობთ: „სასამართლოს ქცევის ბანგალორის პრინციპები უშვებს მოსამართლის მიერ თავისი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების პირობით პედაგოგიური ან სხვა საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, თუკი ის შეთავსებადია  მოსამართლის თანამდებობის მაღალ სტატუსთან და არანაირად არ აფერხებს მის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულებას. მოსამართლის სტატუსის შესახებ ევროპული ქარტიის მიხედვით, მოსამართლეთა თავისუფლება, განახორციელონ ნებისმიერი საქმიანობა სამოსამართლო უფლებამოსილების გარეთ, არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საქმიანობა შეუთავსებელია მოსამართლის წინაშე განსახილველად წარდგენილი საკითხების გონივრულ ვადაში გადაწყვეტის მოთხოვნასთან“.  

სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება, საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილება, პროცესის ეკონომიურობა, საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების ხარისხზე აისახება, თითოეული მათგანის დაცვა კი სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტიანად სარგებლობის უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს.

---
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
 


მეგი შამათავა