"საქართველოს სასამართლოს გუშაგმა" თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

18.03.2023

2023 წლის 18 მარტს თავისუფალ უნივერსიტეტში სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართეს.
 
ორგანიზაციის ანალიტიკოსმა, ქეთი გაჩეჩილაძემ სტუდენტებთან ისაუბრა სასამართლოს გუშაგის მიერ CourtWatch.ge-სთვის  (მხარდაჭერილი NED-ის მიერ) სტატიებზე მუშაობისას გამოვლენილ სხვადასხვა პრობლემებზე.

სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა აუდიტორიას „მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგი“-ს პროექტი გააცნო და სასამართლო რეფორმის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. სასამართლოების მონიტორინგის პროექტს საქართველოს სასამართლოს გუშაგი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მოხალისეთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.