17.10.2022

საჯარო დისკუსია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში


17 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საქართველოს სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საჯარო დისკუსია გამართეს. 

ორგანიზაციის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა აუდიტორიას „მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგი“-ს პროექტი გააცნო, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სასამართლოს გუშაგი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ მოხალისეთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 

შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა - მეგი შამათავამ და სალომე კვირიკაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით გამოკვეთილ პრობლემებსა და ტენდენციებზე ისაუბრეს.  სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სასამართლოს გუშაგის ონლაინ გამოცემის, CourtWatch.ge-სთვის (პროექტი ხორციელდება ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) მხარდაჭერით) მომზადებულ სტატიებზე მუშაობისას გამოვლენილ სხვადასხვა საკითხებზეც.