გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

18.11.2022

18 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართეს.
 
სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა აუდიტორიას „მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგი“-ს პროექტი გააცნო, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სასამართლოს გუშაგი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ მოხალისეთა მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 

ორგანიზაციის ანალიტიკოსისგან, მეგი შამათავასგან, სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სასამართლოს გუშაგის ონლაინ გამოცემის, CourtWatch.ge-სთვის (პროექტი ხორციელდება ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) მხარდაჭერით) მომზადებულ სტატიებზე მუშაობისას გამოვლენილ სხვადასხვა საკითხებზეც.