08.11.2022

Fundacja Court Watch Polska-ს წარმომადგენლების ტრენინგი აღმოსავლეთ საქართველოს მოხალისეებისთვის


7-8 ნოემბერს, საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინიციატივით Fundacja Court Watch Polska-ს წარმომადგენლებმა ბარტოშ პილიტოვსკიმ, დარია ჰოფმანმა და ამავე ორგანიზაციის მოხალისე-დამკვირვებლებმა დანიელ ვაიდმაჩმა და დამიან ბლაზკამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის შესახებ ტრენინგი სასამართლოს გუშაგის აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოების დამკვირვებლებისთვის ჩაატარეს.

ღონისძიება სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გახსნა. ბარტოშ პილიტოვსკიმ და დარია ჰოფმანმა სასამართლო პროცესების მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე ისაუბრეს, ხოლო პოლონელმა მოხალისეებმა ტრენინგის მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ Fundacja Court Watch Polska პოლონეთში სასამართლოების მონიტორინგს უკვე 10 წელზე მეტია ახორციელებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხალისეების აქტიური ჩართულობით წარიმართა.

ტრენინგი ჩატარდა მოქალაქეთა მიერ სასამართლოების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ. ასევე - პროექტის „პარტნიორობა უკეთესი სასამართლოებისთვის“ ფარგლებში თანადაფინანსებული პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, RITA - “რეგიონი გარდამავალ პერიოდში” პროგრამა.