2024 წლის 16 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე ნინო ენუქიძე), საპროტესტო აქციაზე 11 დეკემბერს დაკავებული სტუდენტის, ედემი ბაღათურიას პროცესი გაიმართა.
ოქმის შემდგენი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს წარმომადგენელი ითხოვდა ედემი ბაღათურიას სამართალდამრღვევად ცნობას, კერძოდ - მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების პირველი ნაწილების ჩადენის ფაქტის დადგენას.
ედემი ბაღათურიას პროცესზე არ ჰყავდა წარმომადგენელი, რომელიც მის უფლებებს დაიცავდა.
შსს-ს წარმომადგენლის მიხედვით, რომლის პოზიცია ეყრდნობოდა სამართალდამცავების მიერ მომზადებულ ოქმს, ედემი ბაღათურია პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე უმისამართოდ იგინებოდა. ის არ დაემორჩილა სამართალდამცაველების კანონიერ მოთხოვნას, დაეტოვებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ედემი ბაღათურია არ დაეთანხმა და უარყო ოქმში გადმოცემული გარემოებები. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან მაინც მოხდა მისი დაკავება.
სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ სამართალდამცავებიც, რომლებმაც ბრალდებული დააკავეს და შეადგინეს ოქმი.
საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ედემი ბაღათურიამ ერთ-ერთი სამართალდამცველი, რომელიც სასამართლოს ედემის დამკავებლად გაეცნო, ვერ იცნო და აღნიშნა, რომ მას არ დაუკავებია.
აგრეთვე, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ მოწმეების ჩვენებებს შორის არსებობდა შეუსაბამობა. კერძოდ, ერთ-ერთი სამართალდამცველი მიუთითებდა, რომ ედემი ბაღათურია იმყოფებოდა სამანქანო გზაზე და სამართალდამცველთა მოთხოვნა იყო ქვეითის მოძრაობისათვის განკუთვნილ ნაწილზე გადასვლა. ხოლო მეორე სამართალდამცველმა აღნიშნა, რომ ბრალდებული იდგა ფეხით მოსიარულეთა ნაწილზე და სთხოვა ადგილის დატოვება იმ მიზნით, რომ დასუფთავების სამსახურს სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინა.
უნდა აღინიშნოს ის, რომ შშს-ს მხრიდან არ მომხდარა ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებების წარგენა (მაგ.: სამხრე კამერის ჩანაწერი, ვიდეო ან ფოტო მტკიცებულება), რაც ედემი ბაღათურიას მხრიდან სამართადარღვევის ჩადენის ფაქტს დაამტკიცებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ედემ ბაღათურიას პროცესზე არ ჰყავდა წარმომადგენელი და ასევე, არ უსარგებლია შეკითხვის დასმის, დასკვნითი სიტყვისა და რეპლიკის უფლებით - მაინც აშკარა იყო მოწმეთა ჩვენებებს შორის აცდენა და ის თუ რამდენად ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას ასახავდა სამართადარღვევის ოქმში გადმოცემული გარემოებები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები ყოველმხრივ და შინაგანი რწმენის საფუძველზე გამოიკვლიოს. გარდა ამისა, შეჯიბრებითობის პრინციპი განსახილველ შემთხვევაში შსს-ს აკისრებდა ვალდებულებას, დაემტკიცებინა გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებს. სასამართლომ ედემი ბაღათურია სამართალდარმღვევად ცნო, მიუხედავად იმისა, რომ: