3 დეკემბერს დანიშნული სხდომა გადაიდო. თავდაპირველად სხდომა სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელი მივიდა დანიშნულ დროს, თუმცა დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ დაცვის სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აუწყა სხდომის სავარაუდო გადადების შესახებ . მისი განმარტებით, შუადღისას გაიმართა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, რის შემდეგაც საბჭოს შენობა წევრების უმრავლესობამ დატოვა, სწორედ ამიტომ სხდომის ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მოგვიანებით სხდომა მართლაც გადაიდო.
სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელი უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიღებას ამჯერად საბჭოს ცხელ ხაზზე შეეცადა, რადგან საბჭოს შენობაში კვლავ არ შეუშვეს. სატელეფონო საუბრისას სასამართლოს გუშაგის წარმომადგენელს უთხრეს, რომ შესაბამისი პირი სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაციას დააზუსტებდა და შეატყობინებდნენ, თუმცა აღარავის დაურეკავს. ამდენად, გაურკვეველი დარჩა, სხდომა ჩატარდა თუ არა და თუ ჩატარდა, რომელ საათზე დაიწყო.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო:
ამ დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია „რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების შესახებ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩაინიშნა 15:00 საათზე და შემდეგ გადაიდო 17:00 საათამდე, თუმცა ზუსტად როდის დაიწყო სხდომა უცნობია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 18, 19, 20, 23, 24 და 26 დეკემბერს დანიშნული სხდომები გადაიდო. 2024 წლის 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა მოსამართლეთა ფიცის დადების შესახებ ინფორმაცია.
ფიცი ოცდაშვიდმა ახლადგანწესებულმა მოსამართლემ დადო. ესენი არიან:
სხდომა დაინიშნა 14:00 საათზე, შემდეგ გადაიდო 17:00 საათზე, თუმცა როდის დაიწყო სხდომა უცნობია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო:
სხდომა დაინიშნა 15:00 საათზე. 15:45 საათზე სხდომა დაწყებული არ იყო. უცნობია ჩატარდა თუ არა სხდომა აღნიშნულ დღეს და იმ შემთხვევაში თუ ჩატარდა, როდის დაიწყო.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო:
30 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად (ორ ვაკანსიაზე) საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს.ვაკანსიაზე განცხადებების ელექტრონული ფორმით მიღებისთვის ვადა 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 21 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა. თუმცა, შემდგომ ამ განკარგულებაში შესული ცვლილების გათვალისწინებით, ელექტრონული ფორმით განაცხადების მიღების ვადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე (ვაკანტური 2024 წლის 30 დეკემბრიდან) 2025 წლის 8 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა. ხოლო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე (ვაკანტური 2025 წლის 1 სექტემბრიდან) განაცხადები მიღების ვადა ელექტრონული ფორმით, 2025 წლის 10 იანვრიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ვასილ მშვენიერაძე 2024 წლის 30 დეკემბრიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.
სხდომა დაინიშნა 12:00 საათზე. ზუსტად როდის დაიწყო სხდომა, ან რა განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უცნობია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო: