2023 წლის 29-30 ივლისს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა თელავში ჩაატარა ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მიეძღვნა კვლევას - "სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი", საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. ტრენინგს ესწრებოდნენ ჟურნალისტები, პროდიუსერები, რედაქტორები, წამყვანები სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან.
შეხვედრა ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.
ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში ახორციელებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სასამართლოს სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევებისა და გამოსავლის თაობაზე.