სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის განხილვა

24.07.2023

2023 წლის 18 და 24 ივლისს საქართველოს სასამართლოს გუშაგის ორგანიზებით გაიმართა „სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის“ განხილვა, რომელშიც მონაწილეობდნენ ყოფილი მოსამართლეები, ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა, სამართლებრივმა კონსულტანტმა ანა ჩიქოვანმა და ანალიტიკოსმა მეგი შამათავამ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის მეთოდოლოგია, ეფექტიანობის ინდექსის კრიტერიუმები და შედეგები გააცნეს და მოისმინეს მათი მოსაზრებები, რომლებიც აისახება კვლევაში.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სასამართლოს გუშაგი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდას, სასამართლო სისტემის ინოვაციური მეთოდოლოგიით შეფასების გზით.

ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში ახორციელებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სასამართლოს სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევებისა და გამოსავლის თაობაზე.