ღონისძიება სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა გახსნა და პროექტის "საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის" შესახებ ისაუბრა. ხოლო, ორგანიზაციის იურისტებმა, ანა ჩიქოვანმა და მეგი შამათავამ, დეტალურად ისაუბრეს სასამართლოს გუშაგის კვლევაზე, რომლის საფუძველზე ქულათა სისტემით შეფასდა საერთო სასამართლოების ეფექტიანობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოების სისტემური შეფასების პროცესი მოიცავდა არა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გზით მონაცემების შეგროვებას, არამედ - ვიზიტებს საქართველოს ყველა სასამართლოში. კვლევის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: www.gushagi.ge
საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში ატარებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიის, სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ.
ღონისძიება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.